„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ნოემბერი 2024, 13:35
„ქართული ოცნების“ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იქნება. პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრემიერობის კანდიდატი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

„როგორც მოგეხსენებათ ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად.

ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

ასევე ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.

ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში.

ეს არის ის სიახლეები, რაზეც ჩვენ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
არქივი