გიორგი ცუცქირიძე სამთავრობო გუნდის აშშ-ში ვიზიტზე: ნიშანდობლივია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 აპრილი 2025, 20:38

ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის თემა არა თუ დღემდე აქტუალურია ოპოზიციურ მედიაში, არამედ ამ იზოლაციაზეა აგებული ახლო თუ შორს მიმავალი პროგნოზებიც. ამ პროგნოზების უფრო დათქმების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი კრიზისში შევა, ხოლო ხელისუფლება იძულებული გახდება დანიშნოს ახალი არჩევნები და ხელისუფლებაც ოპოზიციას გადააბაროს. რეალობა რომ სხვანაირია ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზშიც გამოჩნდა, როდესაც 2025 წლის პროგნოზი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მეტად, წლიური 6 პროცენტის დონემდე აწია, - წერს ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე, რომელიც ეხმიანება პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას აშშ-ში ვიზიტს.

ცუცქირიძის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი.

ის ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს, რაც წინააღმდეგობაში მოდის ოპოზიციური ფლანგის ნარატივთან, რომლებიც საქართველოდან სსფ-ის მისიის წასვლას და ქვეყნის შეუქცევად საერთაშორისო იზოლაციას აანონსებდნენ.

„ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის თემა არა თუ დღემდე აქტუალურია ოპოზიციურ მედიაში, არამედ ამ იზოლაციაზეა აგებული ახლი თუ შორს მიმავალი პროგნოზებიც. ამ პროგნოზების უფრო დათქმების თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი კრიზისში შევა, ხოლო ხელისუფლება იძულებული გახდება დანიშნოს ახალი არჩევნები და ხელისუფლებაც ოპოზიციას გადააბაროს.

რეალობა რომ სხვანაირია ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზშიც გამოჩნდა, როდესაც 2025 წლის პროგნოზი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე მეტად, წლიური 6 პროცენტის დონემდე აწია.

საერთაშორისო იზოლაციას, რაც შეეხება, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, დასანქცირების და იზოლაციის პირობებში უბრალოდ არ ზრდიან, რადგან იგი ინვესტორთა ქვეყნიდან გასვლასთან და ზოგადად ეკონომიკის შენელებასთან უფრო ასოცირდება.

ნიშანდობლივია, რომ ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, დაიწყო საქართველოს ეკონომიკური ბლოკისა და ეროვნული ბანკის პირველი პირების ვიზიტი. სებ-ის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილეს ბო ლისს, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის დირექტორთან ტამაშ ვოჟნიტსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
თავის მხრივ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და მხარდაჭერა აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს, ალფონსო გარსია მორას შეხვდა რა დროსაც განიხილეს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ისეთ დარგებში, როგორიცაა ენერგეტიკა და ტრანსპორტი,ასევე მინერალური სასუქების წარმოება.

ეს მათთვის ქვეყნიდან სსფ-ის მისიის წასვლას, და ქვეყნის შეუქცევად საერთაშორისო იზოლაციას რომ აანონსებდნენ!" - წერს გიორგი ცუცქირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
არქივი