არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ივლისი 2025, 11:09
რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები „მოლდოვური სასწაულის” შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ციფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ, - წერს „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, სოციალურ ქსელში.

აბაშიშვილი საერთშორისო სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სარეიტინგო სააგენტოების Fitch Ratings, Moody’s და S&P შეფასებებს იშველიებს, სადაც საქართველო სხვადასხვა მონაცემებით წინ უსწრებს მოლდოვას. მისივე თქმით, ყველა სპეკულაცია მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია და მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო.

„მუდმივი შანტაჟის ქვეშ მყოფი საქართველო VS “სანიმუშო” მოლდოვა რადგან არ წყდება სრულიად არაკვალიფიციური მითები “მოლდოვური სასწაულის” შესახებ, მოდით მხოლოდ ციფრებით ვთქვათ რეალობა და ეს ცოფრებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ავიღოთ: საერთშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლესი შეფასებით საქართველოს 12-ჯერ (!) მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება 2025 წელს ვიდრე მოლდოვას! ევროპის მთავარმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 2025 წლის თებერვალში საპრლმენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.4 პროცენტით გააუმჯობესა, მაშინ, როდესაც მოლდოვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5 პროცენტით შეამცირა. მსგავსი ვითარებაა (მცირედი პროპორციული სხვაობებით) მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სარეიტინო სააგენტოების Fitch Ratings, Moody’s და S&P შეფასებებში. ასევე, მსოფლიო ბანკი მთავრობის ეფექტურობის ინდექსით საქართველო მოლდოვას 33 პროცენტიანი მაჩვენებლით უსწრებს, ხოლო კორუფციის კონტროლის ინდექსის მიხედვით 25 პროცენტიანი მაჩვენებლით. Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 62 ადგილით უსწრებს მოლდოვას ამავე ინდექსით: საინვესტიციო და ფინანსური თავისუფლების კუთხით საქართველო სრულად თავისუფალ ქვეყნად ითვლება (მწვანე ზონა), ხოლო მოლდოვა “ძირითადად არათავისუფალ” ქვეყნადაა მიჩნეული LEGATUM INSTITUTE -ის კეთილდღეობის ინდექსის მიხედვით საქართველო 17 ადგილით უსწრებს მოლდოვას, ხოლო WIPO-ს გლობალური ინოვაციების ინდექსით 11 ადგილით ეს მხოლდ ერთი მაგრამ კონკრეტული ნაწილია - სია კიდევ გრძელია …. უამრავი დეტალის ჩაშლა შეიძლება. ფაქტი ერთია: არ არსებობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, სარეიტინგო სააგენტო, ეკონომიკურ ანალიტიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მცირედიც მაინც მოლდოვას ახლოს დააყენებს საქართველოსთან! შესაბამისად, ყველა სპეკულაცია მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია - მიზანი ერთია: სწავლობენ როგორ დაიჩაგროს საქართველო!”, - წერს აბაშიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი