ვაშინგტონის „სამიტი“ იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
348 19 აგვისტო 2025, 12:23

ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვლოდიმერ ზელენსკის შეხვედრას, რომელსაც ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ, სოციალურ ქსელში ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ექსპერტი პარალელებს ავლებს ამ უკანასკნელ შეხვედრასა და გასული საუკუნის ისტორიულ სამიტებს შორის და წერს, რომ მსოფლიო კრიზისების გადასაჭრელად მსგავსი ფორმატის შეხვედრები ახალი არ არის.

დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ზელენსკის მხრიდან არსებობდა იმის ალბათობა, რომ ის წნეხს ვერ გაუძლებდა და სწორედ ამიტომ, მას ზურგს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი უმაგრებდა.

„ოჰ, ეს ასოციაციები...

1919 წელი - ისტორიული კონგრესი ვერსალში, სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა ევროპელ ლიდერებს წარუდგინა ომის შემდგომი მსოფლიოს განვითარების „14-პუნქტიანი გეგმა“. ევროპელებს დიდი შიში ჰქონდათ, რომ ვილსონი თავისი ხედვებით მათ კოლონიალურ და სტრატეგიულ ინტერესებს შეუზღუდავდა. განსაკუთრებით, საფრანგეთის პრემიერი, კლემანსო გამოირჩეოდა ამერიკელების წინაშე „სუსტი ნებისყოფით“. ამიტომ, დანარჩენები სულ მის გვერდით იმყოფებოდნენ.

„სუსტ რგოლად“ იყო მიჩნეული იალტის 1945 წლის კონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი, რომელსაც თავისუფლად შეეძლო სტალინის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულიყო. ამიტომ, მისი მაკონტროლებლის ფუნქციას ჩერჩილი თამაშობდა. რომ არა ბრიტანეთის პრემიერი, ომის შემდეგ სოციალისტურ ბანაკს (პირობითად) ესპანეთი და პორტუგალიაც შეუერთდებოდა.

მსგავსი მიდგომები ბრეჟნევის დროსაც შეიმჩნეოდა 70-80-იან წლებში. ვთქვათ დაიბარებდა ლეონიდ ილიჩი კრემლში პოლონელ და უნგრელ ხელმძღვანელებს, როგორც წესი, სოციალისტური ბანაკის დანარჩენი წევრებიც აყოლებდნენ მათ თავის დელეგაციებსაც, რათა იზოლირებულ ან წამგებიან პოზიციებში არ აღმოჩენილიყვნენ.

ასე რომ, რაც ვაშინგტონში ვიხილეთ - არახალია. იმის ალბათობა, რომ პირადი უსაფრთხოების თუ „სხვა ტიპის“ სარფიანი წინადადებებისა თუ გარანტიების სანაცვლოდ ზელენსკი პრეზიდენტ ტრამპის ზეწოლას ვერ გაუძლებდა, დიდი იყო. ამ ომში ყველას განსხვავებული და საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ, გარდა უკრაინელი ხალხისა, რომელსაც არც არავინ არაფერს ეკითხება.

თუმცა, არც ზელენსკის დელეგაციაში ევროპელი „ფროილინების“ შემადგენლობა იყო ერთგვაროვანი. ამ ეტაპზე (საკვანძო სიტყვაა) ვაშინგტონის „სამიტი“ იმდენად პროგნოზირებადი იყო, რომ დამატებით კომენტირებასაც არ საჭიროებს. ამით არც არაფერი დასრულებულა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მის მიღმა. აწი იწყება ყველაფერი...“ - წერს სოციალურ ქსელში დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი