დავით ჩიხელიძე: დღეს ოპოზიციამ „დიდი აქცია“ მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 30 აგვისტო 2025, 23:40

დღეს ოპოზიციამ „დიდი აქცია“ მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ მათი ეს „გმირობას“ საკუთარი ხელით ამხილეს – ქალბატონმა არტილერიამ და უბრალოდ მეგატვინმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კანონის დარღვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე დადო - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ჯერ კანონს დაარღვიეს, მერე თვითონვე მტკიცებულება გამოაქვეყნეს და ახლა „სინდისის პატიმრის" სტატუსამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რადგან კანონის დარღვევა არავის ეპატიება.

„დღეს ოპოზიციამ "დიდი აქცია" მოაწყო – 50 კაცის შეკრება ხუმრობა არ არის! ეს რაოდენობა მათთვის უკვე „ხალხის ზღვად“ ითვლება. საკუთარი ნაცრისფერი აქცია, ფეიერვერკით გააფერადეს რაც კანონდარღვევაა. ყველაზე კომიკური კი ის არის, რომ მათი ეს „გმირობას“ საკუთარი ხელით ამხილეს – ქალბატონმა არტილერიამ და უბრალოდ მეგატვინმა ნანუკა ჟორჟოლიანმა კანონის დარღვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუქზე დადო. ჯერ კანონს დაარღვიეს, მერე თვითონვე მტკიცებულება გამოაქვეყნეს და ახლა "სინდისის პატიმრის" სტატუსამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი, რადგან კანონის დარღვევა არავის ეპატიება! მხოლოდ ერთი ნაბიჯია დარჩენილი. კანონი შეგნებულად დაარღვიეს, სახელმწიფო გამოიწვიეს, პოლიცია რეაგირებას მოახდენს და ჰოი საოცრება, "ბავშვები" და "სინდისის პატიმრები" არიან. ოპოზიციის დღევანდელი აქცია შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით შევაჯამოთ: ცოტა ხალხი, ბევრი ფეიერვერკი და ნულოვანი აზრი. ზუსტად ისეთი სანახაობა გამოვიდა, როგორც დაბადების დღეზე ბავშვები რომ შუშხუნას აჩხაკუნებენ– ბევრი ხმაური, და ნულოვანი შედეგი.” - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი