ზაალ ანჯაფარიძე ლევან ხაბეიშვილზე: როდესაც ასეთებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, ეტყობა, მართლა თვლიან, რომ მათ ამის მანდატი საზოგადოებამ მისცა - მე კითხვები საზოგადოების იმ ნაწილთან მაქვს, ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
393 05 სექტემბერი 2025, 16:16

ძალიან მაინტერესებს 4 ოქტომბერს რამდენი ქართველი დაისხამს თავზე ლაფს, დააბიჯებს ფეხს პატივს, ღირსებას, ჩვენებურად რომ ვთქვათ „გაბანძდება“ და აი ამ არარაობის დაძახილზე მივა, ერთი აგური რომ არ დაუდია ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც აღნიშნა: „ქვეყანა საჭიროებს რევოლუციურ ცვლილებებს - ვერთიანდებით, 4 ოქტომბერს გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა“.

ანჯაფარიძის თქმით, როდესაც ხაბეიშვილის მსგავს ადამიანებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, მას კითხვები საზოგადოების იმ ნაწილთან უჩნდება, ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის.

„ძალიან მაინტერესებს 4 ოქტომბერს რამდენი ქართველი დაისხამს თავზე ლაფს, დააბიჯებს ფეხს პატივს, ღირსებას, ჩვენებურად რომ ვთქვათ „გაბანძდება“ და აი ამ არარაობის დაძახილზე მივა, ერთი აგური რომ არ დაუდია ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. როდესაც ასეთებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, ეტყობა მართლა თვლიან, რომ საზოგადოებამ მისცა მათ ამის მანდატი. მე პირადად კითხვები უფრო საზოგადოების იმ ნაწილთან მაქვს ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
არქივი