სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული „NGO“-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
251 23 სექტემბერი 2025, 13:19

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული „NGO“-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან. სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც - სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ ქართული „NGO“-ს საჩივრის განუხილველად დატოვება ნათელი მტკიცებულებაა, რომ ე.წ. პრივილეგირებული არასამთავრობო ორგანიზაციები იურიდიულად სრულიად გაკოტრებულნი არიან.

სასამართლომ საჩივრის განხილვაც კი არ იკადრა – ეს არის სრული ფიასკო და სამართლებრივი გაკოტრება იმ NGO-ებისთვის, რომლებიც თავს „სამართლის მცველებად“ ასაღებენ.

როცა შენი „საქმე“ ელემენტარულ ზღვარსაც ვერ გადის, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს: ტყუილზე, პოლიტიკურ დაკვეთასა და იაფფასიან პროპაგანდაზე ხარ აგებული. მხოლოდ გრანტებს და მფარველების ინტერესებს ემსახურები.

ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველაფერი და ამიტომაც, უმტკივნეულოდ უნდა განდევნოს ეს ანომალიური მოვლენა პოლიტიკურ-სოციალური სივრციდან, რასაც უცხო ქვეყნის სპეც - სამსახურში მყოფი, თავსმოხვეული, პრივილეგირებული არასამთავრობო სექტორი ჰქვია!“ - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი