ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, გაეროში წარმოთქმული სიტყვა ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე პოლიტიკურ სიმწიფეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
238 25 სექტემბერი 2025, 21:01

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, გაეროში წარმოთქმული სიტყვა ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე პოლიტიკურ სიმწიფეს - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გზავნილი მკაფიოდაა დაფუძნებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ქვეყნის განვითარებაზე.

„საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, გაეროში წარმოთქმული სიტყვა ხაზს უსვამს ქვეყნის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე პოლიტიკურ სიმწიფეს. პრეზიდენტმა მსოფლიო საზოგადოების წინაშე წარმოაჩინა საქართველო, როგორც სამი ათასწლოვანი ისტორიის, უნიკალური დამწერლობისა და 17-საუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის მქონე ქვეყანა, რომლისთვისაც მშვიდობა და თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა. მისი გზავნილი მკაფიოდაა დაფუძნებული მშვიდობის შენარჩუნებაზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ქვეყნის განვითარებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს გეოსტრატეგიულ როლზე — როგორც რეგიონულ ჰაბზე ვაჭრობისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარების მნიშვნელობაზე. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და სპეციალური გზავნილით მიმართა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა მშვიდობიანი დიალოგისა და ღირსეული თანაცხოვრებისთვის. ეს გამოსვლა არის საქართველოს გზავნილი მსოფლიო საზოგადოებასთან: ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი, პრაგმატული და ღირსებაზე დაფუძნებული პოლიტიკის მქონე ქვეყანა. P.S. რაც შეეხება ქართულად წარმოთქმულ სიტყვას : - ეს არის მაგალითი იმისა, რომ პატარა ერი, რომელსაც აქვს ათასწლოვანი კულტურა და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ტრადიცია, შეუძლია საკუთარი ენისა და ღირსების დაცვით მსოფლიოს წინაშე სიამაყით წარდგეს. ქართული ენის გაჟღერება გაეროში კიდევ ერთხელ შეგვახსენებს: ენა არის ძალა, ხოლო ჩვენი ეროვნული იდენტობა – საქართველოს ყველაზე მყარი ფუნდამენტი," - წერს ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი