ცესკოს თავმჯდომარე ხანდაზმულ ამომრჩეველს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 ოქტომბერი 2025, 17:42

ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა. გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების წარმომადგენლები სტუმრობენ უხუცეს ამომრჩეველს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას.

„ბუნებრივია, ფიზიკურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უხუცესთან ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არის გზავნილი ყველა მათგანისთვის, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა ისეთივე ღირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ თაობის წარმომადგენლის“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ კალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
არქივი