საერთაშორისო დამკვირვებელი წინასაარჩევნო პროცესზე: რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ოქტომბერი 2025, 12:19

წინასაარჩევნო პროცესზე, რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ, ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის. თუმცა, როცა საქმე ეხება აქ, ადგილზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესს, სრულყოფილად დემოკრატიულად არის ორგანიზებული, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან ალენ ჟან მარი ავრილიმ.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე განთავსებულია კამერები და შეუძლებელია, რომ იქ რამე დარღვევას ჰოქნდეს ადგილი.

„საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი. მე საფრანგეთიდან ვარ და იქ გვაქვს ასეთი სრულყოფილი, ორგანიზებული პროცედურა. თქვენ ამომრჩევლების სრული სია გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი დავუშვათ გარდაცვლილი პირის სახელით ეცდება ვინმე ხმის მიცემას ეს მარტივად ამოსაცნობია. შიგნით ბევრი ადამიანია ვინც ყველაფერს აკონტროლებს. ელექტრო მოწყობილობები დალუქულია. მართლაც ფანტასტიკური ვითარებაა. არის ვიდეო კამერა, რომელიც ყველაფერს იღებს. შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე. წინასაარჩევნო პროცესზე, რაც ყველაზე უცნაურია, არის ევროკავშირის განცხადება, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ, ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის. თუმცა, როცა საქმე ეხება აქ, ადგილზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესს, სრულყოფილად დემოკრატიულად არის ორგანიზებული“, - განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
არქივი