ევროპა ბოლომდე დაიქვემდებარა „დიფ სთეითმა", რომელმაც კონტინენტს ერთდროულად მოუტანა ენერგოკრიზისი, ინდუსტრიების გადინება ამერიკა-აზიაში და პოლიტიკური პარალიზება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
245 22 ნოემბერი 2025, 19:16

ჯეი დი ვენსის განცხადებას „ფანტაზიაა იმაზე ფიქრი, რომ თუ ჩვენ მეტ ფულს, შეირაღებას მივცემთ, ან სანქციას დავაწესებთ, გამარჯვება ახლოს იქნება“, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალური ქსელით ეხმიანება.

მისი თქმით, ჯეი დი ვენსის ეს გზავნილი იდენტურია საქართველოს ხელისუფლების პოზიციის, რომელსაც წლების განმავლობაში არ იმჩნევდა ევრობიუროკრატია და რადიკალური ოპოზიცია.

„ფანტაზიაა, რომ მეტი ფული, მეტი იარაღი და მეტი სანქცია გამარჯვებას მოიტანს"- ჯეი დი ვენსის ეს გზავნილი ფაქტობრივად ისეთივე მკაფიო გაფრთხილებაა, როგორსაც საქართველო წლებია ავრცელებდა, მაგრამ ე.წ. ევრობიუროკრატია და ქართველი უსამშობლოები არასდროს იმჩნევდნენ, რადგან მათთვის საქართველო მეათეხარისხოვანი იყო და ყოველთვის ფასობდა, რა დავალება გაიცემოდა გლობალური "პოლიტ-კონიუნკტურისჩიკებისგან".

და რა დაგვემართებოდა, მათ გზას რომ გავყოლოდით? საქართველო დღეს აღმოჩნდებოდა იქ, სადაც უკრაინა და ევროპაა - ბიუროკრატიული ავანტიურის მძევალი.

სანქციებით ჩამოქცეული ეკონომიკა, ენერგოდამოკიდებულისუვერენიტეტ ჩამოშლილი, მუდმივი პროვოკაციის ზღვარზე და თუ ბოლომდე გავყვებოდით „დიფ სთეითის ნარატივს“, ომით გაუბედურებული, ყოფილი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიებსაც დიდი სიამოვნებით გაინაწილებდნენ მავანნი!

ევროპა ბოლომდე დაიქვემდებარა „დიფსთეითმა“, რომელმაც კონტინენტს ერთდროულად მოუტანა ენერგოკრიზისიინდუსტრიების გადინება ამერიკა-აზიაში და პოლიტიკური პარალიზება.

უკრაინა კი გადააქცია ომისა და უბედურებების ველად, სადაც დაპირებები გაიცემა, მაგრამ გაცემული სიცოცხლე - უკან აღარასდროს ბრუნდება.

საბედნიეროდ, საქართველომ გაუძლო ზეწოლას და გონიერებით ცდილობს სამშვიდობოს გაიკვალოს გზა!

ვინც უცხოელი „აპარატჩიკების“ მითითებებს ბრმად კოპირებდა და საქართველოს საკუთარ სამშობლოდ კი არა “პროექტად” აღიქვამდა, დღესაც აგრძელებს აგენტურულ საქმიანობას, მაგრამ ქვეყანა უკვე სხვაგან დგას - რეალიზმში, სუვერენიტეტში და იმ პოლიტიკაში, რომელიც ეროვნულ ინტერესებს ემყარება და არა ილუზიებს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ვეღარასდროს ვერაფერს დააძალებენ შანტაჟით, ტყუილებით და განსაკუთრებით, „ფსევდო-დასავლური“ ინსინუაციებით!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი