ადგილობრივი სექტანტები ქართველებსა და საქართველოს რუსებისა და უსამშობლო სექტანტების გარეშე ნათელი მომავლის მშენებლობაში საქმეს გაუადვილებდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
262 26 ნოემბერი 2025, 11:08

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართველი რადიკალების პოლიტიკაში საქმიანობას სატირული პოსტით ეხმიანება.

როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარ ცნობიერებაშივე დამარცხდნენ.

„დღეიდან საქართველოს უმეტეს ნაწილში ამინდს განაპირობებენ რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ნოტიო ჰაერის მასები. ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა, დაღესტნიდან და ჩეჩნეთიდან გადმოსული მაღალღრუბლიანობის გამო. რუსეთიდან შემოსული ანტიციკლონი საქართველოში თვის ბოლომდე გასტანს...“.

მსგავსი მეტეოპროგნოზი წარმოვიდგინე და იმ გათითოკაცებული აკაცუკების რიგებში დაწყებული აურზაურიც, შარშანწინ „რუსულ კონსერვებს" რომ აჭმევდნენ იზოლატორში ძალით. წარმოვიდგინე რა პანიკა ატყდებოდა, ვინაიდან „რუსული წვიმის" ქვეშ „რუსული ჰაერით" სუნთქვა მათში ასფიქსიას განავითარებდა. წარმოვიდგინე თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებისაკენ მიმავალი სექტანტების ნაკადები, „სუფთა ჰაერის" მიმართულებით, ქვეყნის დატოვების მიზნით.

რატომღაც საქართველოს „განსაბჭოებისათვის" მებრძოლ სალომე ზურაბიშვილსა და ქართული ენის არმცოდნე შვილების მამის, ნიკა გვარამიას შორის ასეთი ისტორიული დიალოგის მოდელირებაც კი წარმოვიდგინე - დიდი ოქტომბრის რევოლუციის დღეებში, ცნობილ რუს მხატვარ კონსტანტინე კოროვინს ესტუმრა გამოჩენილი რუსი ბანი თეოდორე შალიაპინი და ჰკითხა: „მე მაიძულებენ კონცერტი გავმართო ცხენოსანი მეზღვაურების წინაშე. ღვთის გულისათვის, მიპასუხე - რას ნიშნავს ეს „ცხენოსანი მეზღვაურები?".

„არ ვიცი, რას ნიშნავს „ცხენოსანი მეზღვაურები", - პირქუშად უპასუხა კოროვინმა, - მაგრამ დადგა დრო, აქედან უნდა გავაჯვათ...".

თვალწინ მიდგას რუსეთისა და რუსების გაფართოებული თვალის გუგები, რომლებისთვის დღევანდელი საქართველოს ქართული კურსი მათ შესაძლო ნეოიმპერიალისტურ ზრახვებში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. არანაკლებად სერიოზულს, ვიდრე ფერნაკლული ცისარტყელას დროშის ქვეშ გაერთიანებული საქართველო.

მაგრამ, რას წარმოიდგენდნენ კრემლში, რომ „ქართული საქართველოს" საქმეებში ჩარევის გარეშეც კი, ადგილობრივი სექტანტები ვირტუალური „რუსეთისა და რუსის" ფობიებისა და სტიგმების გარშემო გაერთიანებით და საკუთარ ცნობიერებაში მათი საყოველთაო დანერგვით, მათ წინაშე თავადვე „გმირულად" დამარცხდებოდნენ და ქართველებსა და საქართველოს, რუსებისა და უსამშობლო სექტანტების გარეშე ნათელი მომავლის მშენებლობაში საქმეს გაუადვილებდნენ...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი