მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
288 02 დეკემბერი 2025, 21:30

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფედერიკა მოგერინის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია „ღირებულებების“ ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ - კისრამდე ნაგავში ტივტივებენ, - წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ ბრიუსელის მდგომარეობა ქართულ ანდაზას ახსენებს.

„ფედერიკა მოგერინის საქმეზე, ქართული გამოცანა გამახსენდა - „გარეთ ატლასი, შიგნით ათასიო“...

როგორ გვმოძღვრავს ბრიუსელის ბიუროკრატია „ღირებულებების“ ღალატის გამო, როგორ აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას ყოველ მეორე დღეს და თვითონ კი სწორედ იქ - კისრამდე ნაგავში ტივტივებენ.

მოგერინი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ ხარისხს უწუნებდა, კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა.

აი ეს არის ე.წ. „ბრიუსელის პრინციპულობის“ ნამდვილი სახე: გარედან ატლასი - ქადაგება ევროპულ ღირებულებებზე და შიგნიდან ათასი - სიბინძურე და კორუფცია!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი