სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. არჩევნებზე დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. „კამიტით მოწამლული” 1 წლის თავზე მოვლენებს იხსენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 06 დეკემბერი 2025, 15:00

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

კირცხალია იმ „საოცრებების“ ჩამონათვალს აკეთებს, რაც ბოლო დროს ქვეყანაში მოხდა.

„სამი "საოცრება" ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საოცრებების სერიიდან:

1. სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა.

2. საარჩევნო უბნებზე ძვირფას ქურქში გამოწყობილმა ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს.

3. ქიმიური თავდასხმის დროს "კამიტით მოწამლული”აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს. დაზარალებული მხოლოდ თუთიყუში დარჩა, რომელსაც ბუმბული დაცვივდა“,- წერს ირაკლი კირცხალია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი