ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 02 იანვარი 2026, 16:52

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, პრემიერ-მინისტრის და ბიძინა ივანიშვილის საახალწლო მილოცვებს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ მათი საახალწლო მილოცვების ფონზე გამოიკვეთა 2026 წლის საზოგადოების მთავარი პრიორიტეტები.

„დღეს ჩემთვის არის ახალი წლის უბრალოდ კალენდარული ხუთშაბათი, ცხოვრება გრძელდება და 1 იანვარი დავიწყოთ პოზიტიური ახალი ამბებით, რათა არ ამოვვარდეთ „ფორმიდან“. უწმინდესმა თავის საახალწლო მილოცვაში აქცენტი გააკეთა ახალგაზრდობაზე და 2026 წელი უნდა ვაქციოთ ჩვენი ახალგაზრდების გადარჩენის, ნორმალურ საზოგადოებაში დაბრუნების, მოფერების და სახელმწიფოებრივ პროცესებში აქტიური ჩართვის წელიწადად.

თავის საახალწლო მიმართვაში, სახელმწიფოს ცხოვრებაში ქრისტიანული იდენტობის მნიშვნელობაზე, პოლიტიკურ მიღწევებზე და ხელისუფლების იდეოლოგიურ კურსზე მთავარი აქცენტი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, მან ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოება თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ებრძოდა გლობალური, ბოროტი ძალა საქართველოს. ძალა, რომელსაც არაჯანსაღი ამბიცია აქვს მსოფლიო მმართველობაზე“.

აქედან გამომდინარე, იკვეთება ჩვენი საზოგადოების მთავარი პრიორიტეტები 2026 წელს - ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, ღირსეულად აღვნიშნოთ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადებიდან 1700 წლისთავი და მორიგი გამანადგურებელი დარტყმა მივაყენოთ გლობალური ბოროტების ძალას, რომელიც ქვეყნის მორალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განადგურებაზე ოცნებობს.

გარდა ამისა, უკვე დღეიდან გაიზარდა პენსიების და სოციალური გადახდების პაკეტები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ხოლო, რაც ჩემში იწვევდა გარკვეულ კითხვებს და სიფრთხილეს, იმ საკითხის ხორცშესხმაც გადაიდო, რასაც ამ ეტაპზე მივესალმები. საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მიკროავტობუსებით გადაადგილება, ჯერჯერობით არ იკრძალება, რასაც შესაძლოა სატრანსპორტო კოლაფსი გამოეწვია ქვეყანაში.

ჯერჯერობით, მრჩება მთავარი კითხვა: ცალსახად მივესალმები სასწაულ სტატისტიკას, შსს-ს მიერ მხოლოდ უკანასკნელ თვეებში, ნარკოტიკულ დანაშაულში ბრალდებული 5 ათასზე მეტი ადამიანი იქნა დაპატიმრებული. ხოლო უკანასკნელი მსხვილი კონტრაბანდული პარტია (157 კილოგრამი ჰეროინი) საახალწლო დღეებში იქნა გამოვლენილი. „წითელი ხიდიდან“ ირანის მოქალაქის მიერ შემოტანილი ნარკოტიკის ღირებულება 18 მილიონ დოლარს აღწევდა. კითხვა კი იგივეა: რა ხდებოდა ამ მიმართულებით შსს-ს ახალ ხელმძღვანელობამდე და რატომ?

მოკლედ, კარგ დასაწყისს, ღირსეული გაგრძელება. გილოცავთ წარმატებული წლის დადგომას!“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი