გია აბაშიძე: ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. „რუსიფიკაციაზე“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
154 10 თებერვალი 2026, 11:51

ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. „რუსიფიკაციაზე“ და შემდეგ იმეოროს მახინჯი და „გახუნებული“ სასაუბრო. არც ესტონეთს და არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, ესტონელი დიპლომატის, იური ლუიკისა და მისნაირთა საუბარი, „ნაცმარგინალების“ უპერსპექტივო შეგულიანებისთვისაა და არ არის ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის.

„ანტიქართველი ესტონელი მინისტრის, მარგუს ცაჰკნას ელჩმა ნატოში წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საქართველოს ე.წ. "რუსიფიკაციაზე" და შემდეგ იმეოროს მახინჯი და „გახუნებული“ სასაუბრო. არც ესტონეთს და არც ერთ ქვეყანას არავინ ეკითხება საქართველოს სუვერენული საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვა, ხოლო ესტონელი დიპლომატის, იური ლუიკისა და მისნაირთა ბლა ბლა, ნაცმარგინალების უპერსპექტივო შეგულიანებისთვისაა და არანაირადაა ყურადსაღები ჩვენი საზოგადოებისთვის. მრავალი წელია ამას ვხედავთ. იმ ფონზე, როცა გაჩნდა რეალური პერსპექტივა, რომ ვაშინგტონმა და თბილისმა რეალურად გადატვირთონ ბაიდენის მიერ დაზიანებული ურთიერთობა, „დიფ სთეითის“ განშტოება ევროკრატიის მსახურთა სხვადასხვა ვერბალური მაწაკობა არ იქნება გასაკვირი. თვით ტრამპს ეწინააღმდეგებიან მშვიდობისმყოფელობაში და ცხადია, საქართველოსთან სურთ სცადონ ე.წ გეოპოლიტიკური „მკლავჭიდი“, მაგრამ ვერ გამოუვათ. აქვეყნონ ეს ფარატინა ინტერვიუები თუ ჩალისფასიანი რეზოლუციები“, - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი