ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოს მთავრობამ მიუნხენის კონფერენციაზე მიწვევა მიიღო, "არალეგიტიმური" ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი დონის ფორუმებზე არ იწვევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 10 თებერვალი 2026, 15:52
საქართველოს მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე #MSC, ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცვლილებათა თეორიიდან თუ ამოვალთ, პოზიტიური ცვლილება სახეზეა, იქიდან გამომდინარე,  რომ შარშან ასეთი მოწვევა არ ყოფილა, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში. 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, "არალეგიტიმური" ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასეთი დონის ფორუმებზე, როგორც წესი არ იწვევენ. მისივე თქმით, ბურთი ჩვენს მოედანზეა და ხელისუფლებამ ეს ფორუმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

„საქართველოს მთავრობამ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე #MSC ოფიციალური მიწვევა მიიღო. ცვლილებათა თეორიიდან თუ ამოვალთ, პოზიტიური ცვლილება სახეზეა, იქიდან გამომდინარე,  რომ შარშან ასეთი მოწვევა არ ყოფილა.

და კიდევ,  "არალეგიტიმური" ხელისუფლების წარმომადგენლებს ასეთი დონის ფორუმებზე,  როგორც წესი არ იწვევენ. ახლა ბურთი, რომ იტყვიან, ჩვენს მოედანზეა და ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ეს ფორუმი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი