გიორგი ჩაკვეტაძე: ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი- საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
164 12 თებერვალი 2026, 18:03
„საუნივერსიტეტო რეფორმა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. პირველად საქართველოს ისტორიაში, მთავრობამ დაამტკიცა 2026-2027 სასწავლო წელს უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები, რაც შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნა. ამ კვლევამ დაადასტურა ის, რომ წლების მანძილზე სტუდენტების ჩარიცხვის პრაქტიკა არსებითად იყო აცდენილი შრომის ბაზრის მოთხოვნებს, რისი გამოსწორებაც რეფორმის ძირითად ამოცანად განისაზღვრა“- ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე განათლების სისტემის რეფორმის შესახებ წერს. 

ჩაკვეტაძის თქმით, დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას.

„ასევე, კონცეფციისა და პირველი საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით დანერგილი ეს სიახლე თითოეულ საჯარო უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას დაიბრუნოს თავისი ისტორიული პროფილი. იმოქმედებს პრინციპი ,,ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი". საგანმანათლებლო პროგრამები უნივერსიტეტების მიხედვით გადანაწილდება და თითოეული მათგანი უნიკალურ პროგრამას განახორციელებს. გამონაკლისი, რომელიც ამ კუთხით დაიშვება იქნება საერთაშორისო აკრედიტაციისა და ერთობლივი ან ორმაგი ხარისხის მოქმედი პროგრამები, რომელთა შენარჩუნება ინტერნაციონალიზაციის მიზნით მოხდება.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ ჩამოშალა მითი, თითქოს ვინმე ხელოვნურად გეგმავდა სტუდენტების რაოდენობის შემცირებას. შარშან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 19 311 სტუდენტი ჩაირიცხა. წელს კი, უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი 2 000-მდე სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება.
გამორჩეული ყურადღება დაეთმობა პროფესიულ პროგრამებსაც, რომლის მისაღებთა რიცხვიც დაახლოებით 10 000 სტუდენტს შეადგენს. სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებიც განათლებას უფასოდ მიიღებენ.

რასაც ვამბობდით, კიდევ ერთხელ დადასტურდა - რაც კი აქამდე ქართული განათლებისთვის არ გაკეთებულა, კეთდება დღეს. ამ რეფორმით, საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცე შეძლებს თავისი კუთვნილი ადგილი განიმტკიცოს საერთაშორისო აკადემიაში.“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი