ლადო სადღობელაშვილი: დებატებმა „იმედის“ მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე ე.წ. აკადემიური წრე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
176 15 თებერვალი 2026, 17:30
 ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომარებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, -  წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, "იმედის" ეთერში გასული დებატების შესახებ.

მისი განცხადებით, ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი, რასაც, სადღობელაშვილის თქმით, მომავალში ჩატარებული კვლევების შედეგებიც აჩვენებს.

"გუშინდელი „დებატების“ შესახებ!
განათლების მინისტრის კომპეტენცია ძალიან მაღალ დონეზეა როგორც დარგის ხელმძღვანელის, როგორც ადამიანის, რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ამ სფეროში, გრძნობს და ხედავს შიგნიდან სისტემას და მოწადინებულია მის გაჯანსაღებაზე! 
პრემიერი —  კომპეტენტურია, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი და თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს სუპერ მენეჯერი, ანდა სუპერ პრემიერ მინისტრი, ან რეფორმატორი და საქმის მცოდნე ეს ირაკლი კობახიძეა. მას აქვს კარგად გააზრებული, მკვეთრი ხედვა და გეგმა ქვეყნის განვითარების, რომელსაც უბადლოდ მიჰყვება.
რაც შეეხება დებატებს:
ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. 
რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომარებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, აღარაფერს ვამბობ ე.წ. ოპოზიციაზე რომელიც ჩვეულებრივ მარგინალებსაა დამსგავსებული! ასეთი ტიპის ეთერებით სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მიიზიდავს  ე.წ. ნეიტრალურ მაყურებლის დიდი ნაწილის. სწორედ ამ ადამიანების განწყობა და აზრია გადამწყვეტი სამომავლოდ! 
რაც შეეხება უშუალოდ პროცესს: 
ნათლად გამოჩნდა რომ პოლიტიკური შინაარსი და ქვეტექსტი ამოძრავებს ოპოზიციურად განწყობილ აკადემიურ წრეს! თუნდაც ის პროვოკაციული აქცენტები,  ან საფუძველს მოკლებული ფოტო ილუსტრაციები იყო არა ინფორმირებულ სეგმენტზე გათვლილი, რომლითაც სპეკულირებს მარგინალური ოპოზიცია! პასუხი გაეცა მიქანაძეს წარსულთან დაკავშირებული კითხვებსაც… ცხადია რომ ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი! დარწმუნებული ვარ ამას მომავალში ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს! 
დამეთანხმებით ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია როდესაც დარგის მინისტრები სუპერკომპეტენტურები არიან, ძალიან მაგარია როდესაც მათ შეუძლიათ მიმდინარე რეფორმების შინაარსში ჩაწვდნენ დეტალებს, ასევე ისაუბრონ რეფორმის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე! 
რაც შეეხება პრემიერის როლს: 
ასეთ დებატებში პრემიერის ფუნქცია არა რეფორმის ცალკეული დეტალების ცოდნაა მხოლოდ (სადაც მაღალი დონე იყო წარმოდგენილო ), არამედ ქვეყნის განვითარების ფართო სურათის დანახვაა… პრემიერ-მინისტრს ევალება, განათლების რეფორმა წარმოაჩინოს, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პარადიგმის ნაწილი. რაც აბსოლიტურად იყო წარმოდგენილი! 
მან აგვიხსნა, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ეკონომიკის ტრანსფორმაციას და სტრუქტურულ ცვლილებებს…
ჯამში: 
პრემიერმა იცოდა დეტალები და გააძლიერა მინისტრი. 
მინისტრმა  იცის დეტალები მიკრომენეჯმენტის დონეზე!  
აკადემიური დონე უარგუმენტოდ  საუბრობს. 
ოპოზიცია პროვოკატორობს და პოპულისტობს! 
Ps დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პრემიერის და ბოკერიას ან პრემიერის და გვარამიას დებატს…" - წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი