თამთა მეგრელიშვილი „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებაზე: როდესაც განსხვავებული აზრი სანქციის საფუძველი ხდება, რთულია საუბარი დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თავისუფლებაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
151 24 თებერვალი 2026, 15:36

დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ორი რეიტინგული ქართული ტელეკომპანიის სანქცირების შესახებ არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად აცდენილია დღევანდელი დასავლეთი საკუთარ დეკლარირებულ ღირებულებებს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „POSTV“-ის დასანქცირებას.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ის საკითხები და შეფასებები, რასაც „იმედი“ და „პოსტივი“ აჟღერებენ, ხშირად გვხვდება დასავლურ მედიაშიც, თუმცა იქ „აზრის მრავალფეროვნებად“ ითვლება, ხოლო, საქართველოში სანქციის საფუძვლად.

„დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ორი რეიტინგული ქართული ტელეკომპანიის სანქცირების შესახებ არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად აცდენილია დღევანდელი დასავლეთი საკუთარ დეკლარირებულ ღირებულებებს.
წლების განმავლობაში გვესმოდა ლექციები სიტყვის თავისუფლებაზე, მედიის პლურალიზმზე და დემოკრატიის სტანდარტებზე, თუმცა რეალობაში ვხედავთ სრულიად საპირისპირო ქმედებას.
დაუშვებელია, რომ სანქციები შეეხოს მედიას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი სარედაქციო პოზიცია ვიღაცისთვის მიუღებელია.
ეს ტელეკომპანიები სარგებლობენ საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერით და წარმოადგენენ ქართული მედია სივრცის მნიშვნელოვან ნაწილს. მათი სანქცირება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დასავლეთი მზად არის თავისუფალი მედიის შეზღუდვაზე წავიდეს, თუ ეს მის პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამება.
განსაკუთრებით ხილულია ორმაგი სტანდარტი.
ის საკითხები და შეფასებები, რასაც ეს ტელევიზიები აჟღერებენ, ხშირად გვხვდება დასავლურ მედიაშიც, თუმცა იქ ეს „აზრის მრავალფეროვნებად“ ითვლება, ხოლო საქართველოში სანქციის საფუძვლად.
ეს უკვე შერჩევითი სამართლის ნიშნებს ატარებს.
დღევანდელი დასავლეთის ნაბიჯები სულ უფრო ნაკლებად ჰგავს იმ დემოკრატიულ იდეალებს, რომლებსაც თავად აშენებდნენ.
როდესაც განსხვავებული აზრი სანქციის საფუძველი ხდება, რთულია საუბარი დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე და სიტყვის თავისუფლებაზე“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი