დიმიტრი სამხარაძე: წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და მისი პრინციპული პოზიცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
485 28 თებერვალი 2026, 15:45
ის რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რა რთული სიტუაციაა მსოფლიოში. დამიჯერეთ ქართველებო, ჩვენი მეგობარი იქნება თუ პარტნიორი, ყველა საკუთარი თავისთვის იქნება ჩვენს მიმართ გულუხვი და როდესაც დაინახავს, რომ ქართველები ქმედებას დავიწყებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად, არა დემოკრატიულად და პრო-ვიღაცისტებად გამოგვაცხადებენ! ასე იყო სულ ცოტა ხნის წინაც, როცა ქართველთა ინტერესების დამცველმა პარტია ქართულმა ოცნებამ, საქართველოს იდენტობის დასაცავი და მომავალი თაობების გადასარჩენი ეროვნული კანონპროექტების მიღება დაიწყო! - წერს "ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, "დიფ სთეითს" სურს და აწყობს ერების განადგურება და მარტივი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო მმართველი პარტიის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი პრინციპული პოზიციით საკუთარი თავი და ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს და მშვიდობა შეუნარჩუნა.

"უარი ვთქვით გარყვნაზე, ჰომოსექსუალების გაბატონებაზე და მალევე არადემოკრატიულები დაგვარქვეს! ქართული ეკლესია დავიცავით, მის გასაძლიერებლად ქმედითი ნაბიჯები გადავდგით და პრო-რუსები დაგვიძახეს! ქვეყნის დამაზიანებელი შავი ფული შევუზღუდეთ, რომელიც სისხლიანი დაპირისპირების მოსაწყობად და ქართველების ერთმანეთზე გადასაკიდებლად იყო გამიზნული, მანქურთ ენჯეოშნიკებს ჩვენი ტრადიციის, ისტორიის წასაშლელად უნდა გამოეყენებინათ და დასავლეთის მტრებად გამოგვაცხადეს!  უარი ვთქვით ომზე,  ქართველების დახოცვაზე და პუტინის მოკავშირეები დაგვარქვეს!  მეგობრებო, დღევანდელ სამყაროში აღარ არსებობს საერთო ინტერესების თანხვედრა! სატანისტებისგან დაკომპლექტებული დიფსთეითი ბოგინებს, მას სურს და აწყობს ერების განადგურება! ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა საქართველოში, რომ არ ყოფილიყო ერისკაცი ბატონი ბიძინა, მმართველი გუნდის ლიდერი და მისი საქართველოში მშვიდობის შესანარჩუნებელი პრინციპული პოზიცია! პოზიცია, რომლითაც მან საკუთარი თავი და მისი ოჯახი საფრთხეში ჩააგდო, მაგრამ არ უღალატა ქართველ ერს! წარმოიდგინეთ მასშტაბი საფრთხის, მერე თქვენი თავი დააყენეთ ამ მოცემულობაში და თუ სუფთა და მართალი ადამიანი ხართ, მიხვდებით ერისკაცის გმირობას!  ასე რომ ქართველებო, მხოლოდ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები  ვართ ერთმანეთის მეგობრები, გულშემატკივრები, პარტნიორები, მოძმეები და მოყვარეები! უფალი ფარავდეს ამაყ ქართველ ერს და სრულიად საქართველოს," - წერს სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი