თამარ ჩიბურდანიძე: საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო უსაფრთხოების სამსახურისკენ, რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს ამ დაძაბულ სიტუაციაში. მოლოდინი გამართლდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
148 07 მარტი 2026, 16:14
საქართველოში უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიდემ და აღნიშნა, რომ საზოგადოების ყურადღება სწორედ უსაფრთხოების სამსახურის რეაგირებისკენ იყო მიმართული.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება, რიგი მოქალაქეების მხრიდან საჯაროდ გახმოვანებულ ტერორიზმზე საქართველოში, არის იმის დემონსტრირება, რომ სახელმწიფო თავის სიმაღლეზეა.

მთელი ამ დღეების განმავლობაში საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო სწორედ უსაფრთხოების სამსახურისკენ - რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს საკუთარ ქვეყანაში? ჯერ თინა ხიდაშელმა და შემდეგ სხვებმაც ოპოზიციიდან შეძლეს ქართველ ხალხში გარკვეული პანიკის შეტანა ამ უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში. ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე კარგად აცნობიერებს, თუ რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო და რამდენად მნიშვნელოვანია დღეს პოლიტიკოსების განცხადებები იყოს დაბალანსებული და ნეიტრალური.

ხიდაშელის და სხვების მიზანმიმართულმა დეზინფორმაციამ გააღიზიანა თავად მათი მხარდამჭერებიც. ისინიც კი ხვდებიან, რომ დღეს გარედან დაკვეთილი პოლიტიკური დავალებების შესრულების დრო არ არის ამ დაუნდობელი ომის ფონზე. სოციალურ ქსელში აშკარად იგრძნობოდა მათი სიბრაზე საკუთარი უპასუხისმგებლო ლიდერების მიმართ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხშირად გვახსენებს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელმძღვანელობა, რომელიც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ამ კონკრეტულ საკითხზეც ამ პიროვნებების დაკითხვა და პასუხის მოთხოვნა იქნება სხვა მოქალაქეებისთვის მაგალითი, რომ შემდეგში ყველა დაუკვირდეს, რას ამბობს და რა საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას.

არის ზღვარი პოლიტიკაში, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაკვეთო, როგორი რადიკალიც არ უნდა იყო. ეს ქვეყანა არავის საკუთრება არ არის და არავის აქვს უფლება პირადი გამდიდრების ფასად სამსხვერპლოზე დადოს ჩვენი შვილების მომავალი. პასუხი ყველას უნდა მოეთხოვოს“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი