დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
302 18 მარტი 2026, 14:18

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს წერილს, სადაც იხსენებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდს.

ანალიტიკოსი წერს, რომ 2008 წელს საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ჩატარებულ ღონისძიებაზე ილია მეორემ ქართველებსა და ებრაელებს აღდგომა მიულოცა:

„პატრიარქმა თავისი განუმეორებელი ღიმილით ბრძანა: „სულ რაღაც ორი კვირის წინ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ვიზეიმეთ...ამიტომ, გილოცავთ ყველას - ქრისტე აღდგა!“. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში. ქართველებმა ერთხმად: „ჭეშმარიტად აღდგა!“ - ვუპასუხეთ, ხოლო ებრაელებმა მას ტაში დაუკრეს“ - იხსენებს დავით ქართველიშვილი.

ის იხსენებს სხვა ეპიზოდსაც, როცა იერუსალიმში ილია მეორემ ებრაელ რაბინებს გაახსენა დავით მეფსალმუნის სიტყვები შვიდგზის ლოცვაზე. ქართველიშვილმა ისურვა, რომ პატრიარქის დამკვირდებული ეს წესი, ქართველ ერში დავიწყებას არ მიეცეს.

„ყოველი სული აქებდით უფალსა“ - „სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში“.

აი ეს იყო ჩემთვის და ამაში იყო ჩემთვის ჩვენი უწმინდესი. ჩვენს სიცოცხლეშივე წმიდანი და ადამიანი ეპოქა. ერთი ეპიზოდი მინდა გავიხსენო. 2008 წლის 14 მაისი. თბილისი, „დიდუბე პლაზა“ - საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ტარდება საზეიმო წვეულება და სადილი, ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან 60-წლისთავის აღსანიშნავად.

დარბაზი ჭრელი სტუმრებით იყო გადავსებული: ქართველები, უცხოელები, ქართველი ებრაელები და არა მხოლოდ. ყველა ელოდება ერთ-ერთ ყველაზე საპატიო სტუმარს, საქართველოს პატრიარქს. და, აი ისიც მობრძანდა. ავიდა სცენაზე, აიღო ხელში მიკროფონი და თავის ჩვეულ მანერაში, მოსალოც და მისასალმებელ სიტყვაში მიწიერი და ზეციური იერუსალიმი, ჩვენი ხალხების თანამეგობრობის 26-ვე საუკუნე გააერთიანა...

სიტყვის დასასრულს თითქოს პაუზა აიღო, გადაგვხედა ყველას და თავისი განუმეორებელი ღიმილით ბრძანა: „სულ რაღაც ორი კვირის წინ (27 აპრილს) მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ვიზეიმეთ...ამიტომ, გილოცავთ ყველას - ქრისტე აღდგა!“. წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა დარბაზში. ქართველებმა ერთხმად: „ჭეშმარიტად აღდგა!“ - ვუპასუხეთ, ხოლო ებრაელებმა მას ტაში დაუკრეს. რატომღაც, ეს ეპიზოდი გამახსენდა...

...ისევე, როგორც გენიალური შეკითხვა, რომელიც უწმინდესმა იერუსალიმში ერთ-ერთი ჩასვლისას იქაურ რაბინებს დაუსვა: „რამდენჯერ ლოცულობთო დღეში?“ - სამჯერო, უპასუხეს. კი მაგრამო, დავით მეფსალმუნეც კი ბრძანებს: „დღეში შვიდგზის გაქებ შენ სიმართლის სამართალთათვის...!“ (ფსალმუნი 118:164) ამიტომ საქართველოში, დღე-ღამეში შვიდგზის ვლოცულობთ, თქვენი დიდი მეფის ანდერძის თანახმადო. ამით, თვით რაბინებიც კი გააჩუმა და გააოცა.

მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენს ხშირად ურჩ და დაუმორჩილებელ ბუნებაში, ეს წესი დავიწყებას არ მიეცეს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი