დავით ქართველიშვილი: ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
232 28 აპრილი 2026, 20:05

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნიკა გვარამიას „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და „მტრები ამა ქვეყნისანი“ ვერ გარკვეულან, იქილიკონ თუ გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.

ქართველიშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ ტყუილში ამხილა ერთი რიგითი პროპაგანდისტი და ზედმიწევნითი სიზუსტით დაუსახელა კვერცხისა და ხორცის ფასი.

მისივე შეფასებით, პრემიერის სიტყვებს ადასტურებს "2 ნაბიჯის" ონლაინ მაღაზია, სადაც დეტალურად წერია ფასები.

„ნიკა გვარამია, პროპაგანდისტული „მედია“ და მტრები ამა ქვეყნისანი ვერ გარკვეულან რა ქნან, იქილიკონ თუ ბრაზიანი სახეებით გააპროტესტონ პრემიერის სიმართლე.

არადა საქმე მარტივად არის - ირაკლი კობახიძემ ტყუილში ამხილა ერთი რიგითი პროპაგანდისტი და ზედმიწევნითი სიზუსტით დაუსახელა კვერცხისა და ხორცის ფასი. პრემიერის სიტყვებს ადასტურებს „2 ნაბიჯის“ ონლაინ მაღაზია, სადაც დეტალურად წერია ფასები.

კვერცხი - 4.55 ლარი
ხორცი, 0.5 კგ - 9.99 ლარი

ფაქტებს ვერსად გაექცევით!“, - წერს ქართველიშვილი

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი