თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ შეუცვლელი დასაყრდენია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
241 04 მაისი 2026, 16:45

ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ წონას, კონტინენტის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების არქიტექტურაში, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, EPC-ის სამიტი გახდა მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება ევროპისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად.

„ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ წონას, კონტინენტის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების არქიტექტურაში. ღონისძიება, რომელიც ევროპის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს მასპინძლობს, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. სამიტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ საქართველოს მიმართ ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია.

მიუხედავად გარკვეული საჯარო, სიტყვიერი კრიტიკისა, კულუარებსა თუ სამუშაო შეხვედრებზე აშკარაა, რომ საქართველოს როლის მნიშვნელობას ყველა აღიარებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ შეუცვლელი დასაყრდენია.

საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპისთვის, პირველ რიგში, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში მდგომარეობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ხიდს, რომელიც ევროპას დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით აკავშირებს.

ეს „შუა დერეფნის“ ფუნქცია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპის ენერგეტიკული და ლოგისტიკური დამოუკიდებლობის გარანტია.

EPC-ის სამიტი გახდა მორიგი დასტური იმისა, რომ საქართველოს პრაგმატული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა შედეგის მომტანია. ჩვენი ქვეყანა რჩება ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვან პარტნიორად, რომლის პოტენციალსაც დასავლელი ლიდერები სულ უფრო მეტი დაინტერესებით პასუხობენ“, - წერს მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი