დიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
280 13 ივნისი 2026, 15:59

გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც სჩვევიათ, მორიგ ჯერზე აბსურდული კამპანიის მონაწილეები გახდნენ, - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში არ არ იარსებებს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეს დანაშაულს აპატიებს და პასუხისგების გარეშე დატოვებს.

სამხარაძის განცხადებით, ოპოზიციას არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მისცემენ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას, კანონი კი ყველასთვის ერთია.

„ახლა კი რა არის ამათი აბსურდი: ერთხელ უკვე დასჯილი ადამიანების იმავე საქმეზე მეორედ დასჯას ითხოვენ. ანუ, მათი ლოგიკით, „კი, მაშინ დასაჯეთ, მაგრამ ჩვენ არ მოგვითხოვია; ახლა მოვითხოვთ და ხელახლა დასაჯეთო“. წარმოგიდგენიათ, სად არიან? თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ყველა ის ნაც-ჯალათი, რომლებიც 2012 წლის შემდეგ კონკრეტული

დანაშაულებისთვის გაასამართლეს და სასჯელი მოიხადეს, იმავე საქმეებზე ხელახლა უნდა გავასამართლოთ. ვინც სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა, ისევ უნდა დავაკავოთ. რეალურად ხომ სწორედ ამას ითხოვენ?

რაც შეეხება იმ კადრებსა და პრობლემებს, რომლებიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამდე არსებობდა, ეს არავისთვის დაუმალავთ. მეტიც, სწორედ ერისკაცი იყო პირველი, ვინც „ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ღიად ისაუბრა ამ საკითხებზე და განმარტა, თუ რამ აიძულა პოლიტიკაში დაბრუნება.

საქართველოში არ არსებობს და არც იარსებებს ისეთი ხელისუფლება, რომელიც დამნაშავეს თავზე ხელს გადაუსვამს, დანაშაულს აპატიებს და პასუხისგების გარეშე დატოვებს. დასრულებულია დრო, როდესაც სამართალდამცავ უწყებებს მართავდნენ ლოზუნგებით „ორი გვამი მჭირდება, პრემია დიდია“ და „რაც მეტს დავიჭერთ, პრემია მეტია“. დღეს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელობაში არიან ღირსეული, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების, ჩვენი ეკლესიისა და მომავალი თაობების დამცველი ხელისუფლების თქვენივე მყრალი რეპუტაციის მქონე, ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას. კანონი ყველასთვის ერთია, ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი, სამართლიანობა და ქვეყნის სტაბილურობა“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი