დავით ჩიხელიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმითა საპირისპიროს გვიმტკიცებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
489 28 ივნისი 2026, 15:55

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ.

„ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ ლგბტქ მარშს ეხმაურება და აცხადებს: ძალიან მიხარია, რომ უნგრეთში LGBTIQ+ თემს შიშის გარეშე შეუძლია მარშზე გასვლა. დღეს მთელი ევროპა ამაყობს“.
უცნაურია, როდესაც დღეს ევროპაში ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, სოციალური პრობლემები წინა პლანზეა წამოსული, მოსახლეობა გაუსაძლის სიცხეს ებრძვის და უამრავი რეალური გამოწვევაა, ქალბატონი ურსულა და ზოგადად ევროპული ელიტა ლგბტ პრაიდით ამაყობენ.

გვინდა კი ისეთი ევროპა და მისი წევრობა, სადაც სრულყოფილი ინტეგრირება ლგბტ პრაიდზე და არა ოჯახურ ღირებულებებზე გადის?

რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს და ეს პრინციპი მნიშვნელოვანია, საბედნიეროდ საქართველოში უფლებების დაცვის კუთხით პრობლემა არ არსებობს და საქართველოს სახელმწიფო ყველას ერთნაირად იცავს. თუმცა, არ მინდა ისეთი გარემო, სადაც საზოგადოების სიამაყის მთავარ სიმბოლოდ ლგბტ პრაიდი იქცევა და არა ქვეყნის რეალური მიღწევები, კულტურა, მეცნიერება, განათლება, ეკონომიკური განვითარება თუ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერება.
სამწუხაროდ, ევროპული სტრუქტურები სიტყვით გვარწმუნებენ, რომ ლგბტ თემი და ევროკავშირში ინტეგრაცია ერთმანეთთან კავშირში არ არის, თუმცა საქმით საპირისპიროს გვიმტკიცებენ. სამწუხაროა, როდესაც დასავლეთის მხრიდან ღირებულებების ასეთ დეგრადაციას და ჭეშმარიტების გზიდან აცდენას ვხედავთ“, - წერს ჩიხელიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი
არქივი