ჯაბა ხუბუა: ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სიმბოლო - ირინა ენუქიძეა, ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
206 30 ივნისი 2026, 17:10

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „რეჟიმის მსხვერპლი“ - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

ხუბუას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმთან მებრძოლი ხალხისთვის სამართლიანობისთვის მებრძოლი ქართველი დედის სახე - ირინა ენუქიძეა, ქალის ეს სახე კი „ნაცმოძრაობამ“ ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული თორნიკე გოშაძის დედის, რადიკალური ოპოზიციის აქტივისტის, მარიზი კობახიძის, დონემდე დაიყვანა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში წარმატებით მოახდინა პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით ისეთი ფასეული და აღმატებული ცნებების დევალვაცია, როგორიც არის „პოლიტიკური პატიმარი“, „სინდისის პატიმარი“, „რეჟიმის მსხვერპლი“ და ა.შ. დიახ, ძალადობრივი პროტესტისა და ანტიკონსტიტუციური დემონსტრაციების მონაწილეთათვის, პრეზიდენტის სასახლეს ფიზიკურად რომ დაესხნენ თავს, რუსთაველის გამზირი პეტარდებით გადაბუგეს და სამართალდამცველებს ,,მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს, „პოლიტიკური პატიმრებისა„ თუ „სინდისის პატიმრების“ დარქმევა ამ პოლიტიკურად წმიდათაწმიდა ცნებების გააბახებაა. თუმცა, ყველაზე ცუდი მაინც ის არის, რომ ნაცლიბერალურმა სექტამ წარყვნა და კარიკატურად გადააქცია სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის სახე, რომელიც დღეს მარიზი კობახიძის დონემდეა დეგრადირებული. ჩვენთვის, ვინც სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან უთანასწორო ომი გადავიხადეთ, სამართლიანობისათვის მებრძოლი ქართველი დედის, ღირსებითა და მაღალი შეგნებით შემკული მამაცი წართველი ქალის სახე-სიმბოლოს ირინა ენუქიძე წარმოადგენს, აკაცუკურ-სექტანტური მოძრაობის კაბადონზე კი იგივე სიმბოლოდ მარიზი კობახიძის ვარსკვლავი ანთილიყო. როგორც იტყვიან, იგრძენით განსხვავება!“ - წერს ხუბუა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი