ზაალ ანჯაფარიძე: როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“, რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
107 07 ივლისი 2026, 16:20

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნების ინტერესების ჩართვის აუცილებლობა არ არსებობს.

მისი შეფასებით, თუ სახელმწიფო ანაკლიის პორტს საკუთარი რესურსით ახორციელებს და პროექტი საქართველოს საკუთრებაში რჩება, დამატებითი საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის იდეა გაუმართლებელია.

„წარმოიდგინეთ, სახელმწიფომ განაცხადოს, რომ მე ვაკეთებ ანაკლიის პორტს, რომ პორტი იქნება საქართველოსი და სხვისი არავისი და ამ პატარა კოსმოპოლიტს უნდა რომ ამ პორტის მფლობელობაში სხვა ქვეყნები შემოიყვანოს თავიანთი ინტერესებით და მოთხოვნებით, მაშინ როდესაც ამის საჭიროება არ არსებობს.

როდესაც ასეთი მოღალატეობრივი იდეები მოსდის თავში პარტია „ლელოს“ (პარტიის სახელით გაკეთდა განცხადება), რომლის ლიდერებმაც თავიდანვე ჩააფლავეს ეს მეგა-პროექტი, მაშინ ნუღარ ეწყინებათ ნურც პარტიას და ნურც განცხადების გამკეთებელს, თუ მათ იმას უწოდებენ რასაც იმსახურებენ.

ე.წ. „კავკასიური კონსორციუმის“ შექმნა ანაკლიის პორტისთვის, ისეთივე პროვოკაციული რამ არის, რაც თავის დროზე შექმნილი და ჩავარდნილი „ანაკლიის კონსორციუმი“ სარეკლამო ფარად რომ ჰყავდათ ამერიკული ფირმა, ხოლო სხვა წევრები ვინ იყვნენ, ჩახედულმა ხალხმა კი იცის - სიაფანდი ფირმები“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი