გია აბაშიძე ზაზა შათირიშვილის წერილს იხსენებს: კრიმინალმა სააკაშვილმა პრეზიდენტობის დროს ბევრი ახირება მოახვია თავს თბილისს, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით უზნეო და ფაქტობრივად, დანაშაულის ტოლფასი რიყის პარკში უმახინჯესი და ადგილისთვის არაავთენტური „გრაფინების“ ჩადგმა იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
59 15 ივლისი 2026, 15:58

არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, „რიყის დოქების" მართებულ დემონტაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

აბაშიძე, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას იხსენებს. ანალიტიკოსის შეფასებით, სააკაშვილის ეს სიშლეგე, რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თავიდანვე არასწორი პროექტირებით აშენდა და სერიოზულ ურბანულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში.

„არქიტექტურულად უფუნქციო სიმახინჯის, „რიყის დოქების" მართებულ დემონტაჟზე გამახსენდა ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილი შარშანდელი წერილი როცა მან იდეალურად აღწერა ამ ნაგებობის სიგოიმე-სიბანძე, ნაცოპოზიცია კი ყოველთვის ქაჯობის მხარდამჭერია.
სააკაშვილის ეს სიშლეგე, რომელზეც ათეულობით მილიონი დაიხარჯა, თავიდანვე არასწორი პროექტირებით აშენდა და სერიოზულ ურბანულ პრობლემას წარმოადგენს თბილისის ცენტრში.

ნაცრადიკალების აჟიტირება, რომ "რიყის დოქები" თურმე „კულტურული მემკვიდრეობაა", მისი დანგრევა თურმე „ეკონომიკურად წამგებიანია", რაც დედაქალაქის იერსახეს „მნიშვნელოვნად დააზიანებს", ტოტალური აბსურდია. ყველაფერი პირიქითაა და ეს უშნო და მოუქნელი, სააკაშვილის „არქიტექტურული ბოდვა" დიდი ხნის წინათ უნდა გამქრალიყო. თუმცა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი