დონალდ ტრამპი ირაკლი კობახიძეს: მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
115 17 ივლისი 2026, 19:31

დონალდ ტრამპმა ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის სამადლობელო წერილი გაუგზავნა. წერილის ტექსტს საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დოკუმენტის გადაცემა დონალდ ტრამპის ოფისმა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ალან პერსელს სთხოვა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ამერიკის დამოუკიდებლობის 250 იუბილეს მოლოცვისთვის. დამოუკიდებლობის დღე ჩვენი ერის დაარსებისა და თავისუფლების, სიმტკიცისა და შეუპოვრობის იმ ურყევი სულისკვეთების ზეიმია, რაც ამერიკელ ხალხს ახასიათებს. ვამაყობთ იმ პრინციპებით, რომლებიც ჩვენს ქვეყანას მთელი ისტორიის მანძილზე უძღვებოდა და ვაფასებთ იმ პარტნიორთა მეგობრობას, რომლებიც იზიარებენ ამ იდეალებისადმი პატივისცემას. აღვნიშნავთ, რა დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს, მადლობელი ვარ, რომ გვიერთდებით სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის ამერიკული პრინციპების ზეიმში. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ყურადღებიან გზავნილს.

სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი
არქივი