დავით ქართველიშვილი: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. მსგავსი ნდობის დემონსტრირება საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 20 ივლისი 2026, 12:07

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში. ანალიტიკოსის აზრით, ესაა სიგნალი იმისა, რომ საქართველო რჩება საიმედო და პერსპექტიულ პარტნიორად.

ქართველიშვილი წერს, რომ ბანკის პრეზიდენტი საუბრობს არა ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, არამედ გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ბანკი მრავალი წელია მონაწილეობს საქართველოს საგზაო, ენერგეტიკული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას.

„სწორედ ასეთი პროექტები ქმნის ეკონომიკური ზრდის მყარ საფუძველს, ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და აძლიერებს საქართველოს ფუნქციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსის სიტყვებით, ბანკი თავისი გადაწყვეტილებით სიგნალს უგზავნის საერთაშორისო ინვესტორებსაც. ქართველიშვილის სიტყვებით, ეს ნიშნავს რომ ქვეყნის განვითარების პერსპექტივა იღებს პოზიტიურ შეფასებებს.


„ეს ინფორმაცია დიაბეტიკოსებმა არ წაიკითხოთ, იმდენად ტკბილი და მურაბაა, შაქარს მომენტალურად აგიწევთ. შაქრის დასაწევად გაეცანით ინფორმაციებს მკვლელობებზე, არაბულ სოფლებზე, გაუპატიურებებზე, ეს სტატუსი არ შეიმჩნიოთ. უბრალოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტმა მასატო კანდამ განაცხადა, რომ ბანკი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და მონაწილეობას ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაში.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველო კვლავ რჩება საიმედო, პროგნოზირებად და პერსპექტიულ პარტნიორად. მაშინ, როდესაც მსოფლიოს მრავალ რეგიონში ეკონომიკური გაურკვევლობა და გეოპოლიტიკური რისკები იზრდება, მსგავსი ნდობის დემონსტრირება საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საუბარია არა ერთჯერად ფინანსურ დახმარებაზე, არამედ გრძელვადიან თანამშრომლობაზე. ADB მრავალი წლის განმავლობაში მონაწილეობს საქართველოს საგზაო, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში. სწორედ ასეთი პროექტები ქმნის ეკონომიკური ზრდის მყარ საფუძველს, ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, აუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და აძლიერებს საქართველოს ფუნქციას, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან სატრანზიტო კვანძს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის სიგნალი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ინვესტორებს უგზავნის. როდესაც ისეთი მასშტაბის ინსტიტუტი, როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი, საჯაროდ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ფინანსური სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივები დადებით შეფასებას იღებს საერთაშორისო დონეზე. შედეგად, საქართველო კიდევ უფრო ამყარებს პოზიციებს როგორც რეგიონული მნიშვნელობის ეკონომიკური, ლოჯისტიკური და საინვესტიციო ცენტრი, რაც მომავალ წლებში დამატებითი სამუშაო ადგილების, ახალი პროექტებისა და ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყარო გახდება“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას
არქივი