ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და აბასთუმანში დღეს „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ნოემბერი 2019, 13:21
„ჩემს გააქტიურებას პოზიტიურად გამოეხმაურა ქართული ბიზნესი და ამასთუმანში დღეს „პარაგრაფთან“ ერთად 5 ახალი მაღალი დონის სასტუმრო შენდება: „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, „რედიქს ჯგუფის“ ორი სასტუმრო. ასევე შენდება  საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმრო და საცხოვრებელ აპარტამენტები. უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ „Entrepreneur“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა,  აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ  მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.
„აბასთუმანში მხოლოდ ერთ სასტუმროს – „პარაგრაფს“  ვაშენებ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსაც ვეხმარები დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ყველაზე მძიმე იქ ტუბერკულიოზის საავადმყოფოს პრობლემა იყო. უმძიმესი ავარიული ვითარება და უკიდურესი ანტისანიტარიის კერა, სადაც კედლების ღიობები ლეიბებით იყო ამოქოლილი, გამორიცხავდა რომელიმე კერძო ინვესტორის შესვლას. ამიტომ, პირველი რიგში ამ პრობლემას მივხედე. ძალიან სწრაფად, ერთ წელიწადში ავაშენეთ ახალი საავადმყოფო. მის ადგილზე კი, იმ ძეგლის აღდგენას ვგეგმავ, რომელიც ადგილობრივების გადმოცემით, აქ წლების წინ იყო განთავსებული“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

მისი თქმით, მშენებლობის ეს ბუმი სავარაუდოდ ერთი წელი გაგრძელდება, ამასობაში, ინფრასტრუქტურაც სრულად მოწესრიგდება.

„მე დავპირდი ადგილობრივ მოსახლეობას, რომ შევიძენ და დავურიგებ ელექტრომანქანებს. მუნიციპალური სერვისებისთვისაც კი, ელექტრომანქანებს გამოვიყენებთ. ეს პროცესი  2021 წელს დასრულდება. ეს გახლავთ ის მოდელი, რომელიც ძალიან წარმატებული აღმოჩნდა აბასთუმანში. სწორად დაგეგმილმა და დაწყებულმა პროცესმა დიდი ბიძგი მისცა ახალ, კერძო ინვესტიციებს, რომლითაც ყველა მხარე, რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა, მოგებული რჩებასწორედ ამ პოზიტიურმა გამოცდილებამ გამათამამა წყალტუბოს პროექტზე და, დარწმუნებული ვარ, აქაც აღმშენებლობის ძალიან სერიოზული პროცესი დაიწყება”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პრემიერი: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია; თბილისის ფინანსური სამიტი ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებას და შუა დერეფნის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას
სავალუტო ფონდი: გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ზრდისა და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები კვლავ მყარია, ხოლო ფისკალური და საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს არა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანა, არამედ რეგიონული ეკონომიკური და ფინანსური კავშირების მნიშვნელოვანი ცენტრი
მსოფლიო ეკონომიკა სამი წნეხის ქვეშ - ენერგეტიკული შოკი, მაღალი პროცენტები და რეკორდული ვალი
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩს: ვურჩევდი, ხმამაღალი განცხადებებისას გაითვალისწინოს მის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ევროკავშირი და რა ფასეულობებზე იდგა. ევროკავშირი არ მდგარა იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია საუკეთესო ფაშისტური თუ კომუნისტური მმართველობა
არქივი