ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
76 30 ივლისი 2026, 22:47

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.
ირანისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას, აბას არაღჩიმ ხაზი გაუსვა „იმის აუცილებლობას, რომ აღიკვეთოს ნებისმიერი მტრული ძალის მიერ კვიპროსში განთავსებული უცხოური სამხედრო ბაზების გამოყენება ირანის წინააღმდეგ აგრესიული აქტების განსახორციელებლად“.
მან დასძინა, რომ თუ სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიას სხვას მტრული მიზნებისთვის დაუთმობს, ეს „აგრესიის აქტში მონაწილეობად განიხილება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, კვიპროსის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კონსტანტინოს კომბოსმა აღნიშნა, რომ მისმა მთავრობამ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო გარანტიები, რომ კვიპროსში მდებარე უცხოური სამხედრო ბაზები არცერთი ქვეყნის, მათ შორის ირანის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ველისლავა პეტროვა-ჩამოვასთან ცალკე გამართული საუბრისას, არაღჩიმ მოუწოდა ევროპელ კოლეგას, გადახედოს ბულგარეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც აშშ-ის სამხედრო ავიაციას ერთ-ერთი ბაზის სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყენების უფლება ეძლევა.
„ირანი ელის, რომ ბულგარეთის მთავრობა სასწრაფოდ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან გააფრთხილა ბულგარელი კოლეგა, რომ ისლამური რესპუბლიკა „ყოველივე ყოყმანის გარეშე დაიცავს თავის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ნებისმიერი აგრესიისა თუ მტრული აქტისგან, ხოლო ნებისმიერი მხარე, რომელიც რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ აგრესიაში, პასუხისმგებელი იქნება შედეგებზე“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არქივი