The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 04 აგვისტო 2026, 02:21

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

პატრიარქმა კირილემ, რომელმაც უკრაინაში შეჭრას „ბოროტების წინააღმდეგ წმინდა ომი“ უწოდა, ამის შესახებ საროვის მახლობლად მდებარე მონასტერში, წირვის აღვლენისას განაცხადა - იმ ქალაქის სიახლოვეს, სადაც თავის დროზე საბჭოთა კავშირმა პირველი ბირთვული ბომბი შექმნა.

მისი თქმით, ღმერთი დაეხმარა საბჭოთა კავშირს, ქვეყანას, სადაც ათეიზმი ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკა იყო, 1949 წელს ბირთვული ბომბი შეექმნა.

„ჩვენს ქვეყანაში და სწორედ ამ ადგილას ამ მრისხანე იარაღის შექმნა შემთხვევითობა არ ყოფილა. ეს ყველაფერი, დიდწილად, ჩვენი ღირსეული და ღვთისმოშიში მამის, საროველი წმინდა სერაფიმეს ლოცვა-კურთხევითა და ვედრებით აღსრულდა“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილემ.

მონასტერში ვიზიტისას პატრიარქმა კირილემ ბირთვულ იარაღს „სამშობლოს ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ცივი ომის პერიოდში სწორედ მან აარიდა რუსეთი მტრების მიერ საბჭოთა კავშირის „განადგურებასა“ და მისი მოსახლეობის „დამონებას“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არქივი