გურამ მაჭარაშვილი ზალუჟნის: შენ დალოცვილო, რამსიგრძე ზღაპარი უნდა გენახა, რომ საკუთარი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მისულიყო და მერე მიმხვდარიყავი, რომ ზღაპრებს გიყვებოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
78 04 აგვისტო 2026, 19:47

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი უკრაინის ყოფილი მთავარსარდლის განცხადებას გამოეხმარუა.

მისი თქმით, ზღაპრების მოყოლა უნდოდათ საქართველოსთვისაც.

„ზალუჟნის განცხადება არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაწირონ ქვეყანა დიდმა ძალებმა მსოფლიოში. ჯერ ერთი, ზღაპრებზე საუბრობს და ბოლო 4 წელია, მეხუთე წელია ომი მიდის უკრაინაში. შენ დალოცვილო, რამსიგრძე ზღაპარი უნდა გენახა, რომ საკუთარი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მისულიყო და მერე მიმხვდარიყავი, რომ ზღაპრებს გიყვებოდნენ. ზუსტად ასეთი კოშმარული ზღაპრები უნდოდათ მოეყოლათ საქართველოსთვის. დავინახეთ საბოლოო ჯამში, რომ ეს ყველაფერი აღმოჩნდა არა მხოლოდ ზღაპრები, არამედ ფოჩიანი კანფეტები, რომელშიც კანფეტი არ იდო“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ის წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა სახელმწიფოს
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
არქივი