Reuters: ტრამპის ეჭვების მიუხედავად, აშშ უკრაინასთან Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 05 აგვისტო 2026, 12:24

აშშ უკრაინასთან Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტების წარმოების ლიცენზირების შესახებ მოლაპარაკებებს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო პერიოდში ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვა. ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინისთვის Patriot PAC-3-ის ტიპის რაკეტების წარმოების უფლების მინიჭებაა. კიევი ცდილობს ან თავად დაიწყოს რაკეტების წარმოება, ან, სულ მცირე, მიიღოს მათი კომპონენტების დამზადებისა და ევროპაში, პირველ რიგში გერმანიაში, საბოლოო აწყობის შესაძლებლობა.

Reuters-ის ცნობით, ივლისში ნატოს სამიტზე ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ასეთი შეთანხმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. წყაროების განცხადებით, პრეზიდენტს შეშფოთება აშშ-ის მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიების დაცვის საკითხმა გაუჩინა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.

სააგენტოს ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩი ნატოში მეთიუ უიტაკერი ხელმძღვანელობს. ერთ-ერთ განსახილველ ვარიანტად უკრაინის აშშ-ევროპის ერთობლივ Patriot-ის საწარმოო პროგრამაში ჩართვა განიხილება. ასევე მუშავდება შედარებით იაფი რაკეტის შექმნის შესაძლებლობაც. პროცესში ჩართულია ამერიკული თავდაცვითი კომპანია Lockheed Martin და განიხილება ახალი ACE-ის ტიპის რაკეტის კონცეფციაც.

წყაროების შეფასებით, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი მისი განხორციელება სწრაფად ვერ მოხდება. ლიცენზირების, ტექნოლოგიების გადაცემისა და საწარმოო ხაზების შექმნის პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე წელს გასტანს.

ამ ეტაპზე უკრაინა პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი მარაგებიდან Patriot-ის რაკეტები გადასცენ, რადგან რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტებით გახშირებული თავდასხმების ფონზე ქვეყანას მათი მწვავე დეფიციტი აქვს.

Reuters-ის ცნობით, Patriot-ის რაკეტების გლობალური მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა, მათ შორის ირანთან ომის პერიოდში მათი ინტენსიური გამოყენების გამო, რაც უკრაინისთვის დამატებითი სისტემებისა და რაკეტების მიწოდებას კიდევ უფრო ართულებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო, ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია
ტაბახმელაში თრიალეთის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ჰიდროციკლით მოძრავი მამაკაცი, რომელიც ურეკის სანაპიროსთან, ზღვაში მყოფ მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმეს
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ირაკლი კირცხალია: ბიჭების სისხლი არ იყო შემშრალი მიწაზე, ბატონი სააკაშვილი და მისი დამქაშები დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ და ამბობდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა, უვიზო მიმოსვლა და ტურიზმი
არქივი