ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 სექტემბერი 2026, 12:55

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

შეხვედრას საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტიდან: თბილისიდან, რუსთავიდან, მცხეთიდან და გორიდან 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.

ცესკოს პრესსპიკერმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლისა და უფლებების შესახებ და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების აქტიური და ინფორმირებული ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებს, მათი დანერგვის პროცესსა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგროვილ გამოცდილებას.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დეზინფორმაცია და მისი გავლენა საარჩევნო პროცესზე. ნათია იოსელიანმა ახალგაზრდებთან კონკრეტული დეზინფორმაციული შინაარსის მაგალითები განიხილა და მათ ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა და სტრატეგიული მიდგომები გააცნო.

შეხვედრა ინტერაქტიურ ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე არაერთი კითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
არქივი