"მოსახლეობას შეუძლია, მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა" - ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ოქტომბერი 2026, 16:27

ახმეტის მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. შუალედურ არჩევნებში დარეგისტრირდა ერთი პოლიტიკური სუბიექტი - ლევან ითიურიძე "ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველოდან".

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური აღნიშნავს, რომ მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა. 

"მიმდინარეობს შუალედური არჩევნები, ამ დროისთვის, მოსახლეობიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მომართვიანობა აქტიურია და მოსახლეობას შეუძლია, რომ მშვიდ და თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი ხმა", - აღნიშნა ალექსი ფიცხელაურმა. 

#18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, დავით დოინჯაშვილმა აღნიშნა, რომ არჩევნები ტრადიციული მეთოდით მშვიდ ვითარებაში ტარდება. კენჭისყრის პროცესი კი ზუსტად რვა საათზე ყველა წესის დაცვით დაიწყო.  

"დილით 08:00 საათზე გაიხსნა უბანი. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნა დავით დოინჯაშვილმა.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი კალანდარიშვილი: არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა, კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა
საკრებულოს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ყველა სოფელს, თემს აუცილებლად სჭირდება, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
ცსეკო: 15:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე 901 (40.49%) ამომრჩეველი მივიდა
ცესკო: შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში
საარჩევნო ადმინისტრაცია 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას განაგრძობს
არქივი