დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ოქტომბერი 2026, 21:16
ამ არჩევნებზე, სამივე ოლქში, უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობა, - წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე და არჩევნების 
პროცენტულ მაჩვენებელს აქვეყნებს, სადაც “ქართული ოცნების” კანდიდატებს დამაჯერებელი გამარჯვება აქვთ. 




მისი თქმით, პასუხი გაცემულია ყველასთვის, იმათთვისაც, რომლებსაც განცდა ჰქონდათ, რომ მათი პიროვნული ფაქტორი იყო ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების გამარჯვება!



“აგენტურა საქართველოში ვერასოდეს გაიმარჯვებს! ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ, ქართული ოცნების წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა! სავარაუდოდ მოილაპარაკეს, ფული რომელს უფრო შეეძლო დაეხარჯა და გადაწყვიტეს, თაღლითი ხაზარაძის პარტია დარეგისტრირებულიყო! სრულიად ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება მოახდინეს და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, ქართული ოცნების კანდიდატების წინააღმდეგ!

ამ არჩევნებზე, სამივე ოლქში, უპრეცედენტოდ მაღალი იყო ამომრჩეველთა აქტივობა და განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო საარჩევნო პროცესში მოქალაქეების ჩართულობა:

წალკა - ქართული ოცნება 96.7%

ვანი - ქართული ოცნება 87.1% 
(წინა არჩევნებზე ვანის რაიონში კონკურენტი არ გვყავდა და 366 ხმა ავიღეთ. ახლა კი, კონკურენტის პირობებში, ხმათა რაოდენობა გაიზარდა და 387 შეადგინა)

დმანისი - ქართული ოცნება 98.4%

პასუხი გაცემულია ყველასთვის, იმათთვისაც, რომლებსაც განცდა ჰქონდათ, რომ მათი პიროვნული ფაქტორი იყო ამა თუ იმ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების გამარჯვება!

არჩევნებს იგებს ერისკაცი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ქართველ ხალხთან ერთად და წერტილი.

მადლობა ჩვენს ერთგულ ამომრჩეველს, შტაბებს, ქართული ოცნების ყველა ჯარისკაცს, ნამდვილებს!”- წერს სამხარაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
არქივი