სოზარ სუბარი 4 ოქტომბრის საქმეზე: რადიკალები პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 04 ოქტომბერი 2026, 21:46

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გასული წლის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მედიასთან საუბარში ეხმიანება და აცხადებს, რომ რადიკალების მხრიდან ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის აშკარა მცდელობას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ რადიკალური ჯგუფები სასახლეში შეჭრას და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ვერ გაბედავდნენ

„4 ოქტომბერს იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის ძალიან მკაფიო და აშკარა მცდელობა. მას შემდეგ კი, რაც ეს მცდელობა ჩავარდა, ზოგიერთმა თითქოს სცადა, გამიჯვნოდა და დაიწყო მომხდარის დაგმობა. თუმცა, დღეს მათ მიერ გამოქვეყნებული პოსტებით გამოჩნდა, რომ ისინი ისევ იმ პოზიციაზე არიან, როგორც მაშინ, როცა ხელისუფლების გადატრიალებისთვის იყვნენ მზად.

ისინი ამას ვერ გაბედავდნენ, რომ არ ჰქონოდათ ძალიან მკაფიო და ძლიერი მხარდაჭერა გარედან, რომელიც დღესაც გრძელდება. ამის მკაფიო დასტური კი ის არის, რომ დღემდე ევროკავშირიდან არ ყოფილა არცერთი განცხადება, რომელიც დაგმობს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრისა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაეხმარება
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
რუსული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
არქივი