კახა კალაძე - 4 ოქტომბრის პროცესები მართული იყო ევროპიდან, რადგან მათ სურდათ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურა მოეყვანათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 15:24

ევროსტრუქტურიდან 4 ოქტომბრის საქმეზე მხოლოდ წახალისება მოვისმინეთ, რადგან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მათ მიერ დაფინანსებული იყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ერთი წლის შემდეგაც, 4 ოქტომბრის საქმეზე ევროპის შესაბამისი სტრუქტურებიდან რეაგირება არ ყოფილა.

„მე არანაირი განცხადება არ მომისმენია ევროსტრუქტურიდან, პირიქით მხოლოდ წახალისება ხდებოდა, რადგან ეს ყველაფერი მათ მიერ დაგეგმილი იყო. მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით დაიწყო კამპანია სახელმწიფო გადატრიალებასა და რევოლუციასთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება დაემხოთ.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ თუ შევხედავთ, რა პროცესები მიდის ქვეყნის შიგნით და საიდან იმართება, სწორედ ეს ჩანს, რომ მათ სურთ ხელისუფლებაში თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები მოიყვანონ, რათა შემდეგ ქვეყანა და ქართველი ხალხი თავიანთი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. სამწუხაროდ, ეს მოცემულობა გვაქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს
არქივი