ადვოკატი - პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 18:14

პაატა ბურჭულაძე გათავისუფლების საკითხს განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებული მივლენების გამო დაკავებული პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძე მოხარულია, რომ პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება.

„ბატონი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მიესალმება და მოხარულია, რომ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება და მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.

იგი იყო ეროვნული კრების ორგანიზატორი და მას არცერთი წუთით ეს არასდროს არ უარუყვია.

მიმართავს თუ არა თავად საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას? პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ინფორმაციისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ და გური ჟვანიამ საპროცესო შეთანხმებას მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
4 ოქტომბრის საქმეზე, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე პროკურატურას კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკიაც მიმართავს
ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში უფასოა ყველა სტუდენტისათვის, მაგრამ გასათვალისწინებელია პროფესორ-მასწავლებლების ხელფასების მატების საკითხი
არქივი