თამარ ჩერგოლეიშვილი – საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში, ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 05 ოქტომბერი 2026, 21:07

საპროცესოს საპროცესოზე რომ აფორმებ და გარიგებულს სხვებს უწოდებ, კი დაიწვები ჯოჯოხეთის ცეცხლში სრულიად სამართლიანად და ჯოჯოხეთამდე მე გეყოლები, დედამიწაზე, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. უწყების ცნობით, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.

ამასთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა მსჯავრდებულმა გური ჟვანიამ.

ამავდროულად, დღეს ცნობილი გახდა, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე კიდევ ერთი მსჯავრდებული ირაკლი ჩხვირკია აპირებს, პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით მიმართოს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცოტნე ანანიძე პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე: როგორც ყოფილი პატიმარი და უმაღლესი საბჭოს წევრი, მოგახსენებთ, რომ დეესკალაციის საკანში გადაყვანას ერთი ან ორი თანამშრომელი არ უზრუნველყოფს
ზაალ ანჯაფარიძე: კონრად ადენაუერის და ფრიდრიხ ნაუმანის პოლიტიკური ფონდების გასვლა საქართველოდან, არის ჩვენს ქვეყანაში უცხოურ ფინანსების კმაყოფაზე მყოფ სუბიექტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ახალი პოლიტიკის პირველი ხელშესახები შედეგი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: მანდატები მიატოვეს, მხარდამჭერებიც მიატოვეს 4 ოქტომბრის ძალადობრივ ფეიკ-რევოლუციაზე, ამ „დამტოვებლების“ აკრძალვას მალე თავად მათი ამომრჩეველი მოითხოვს
შალვა პაპუაშვილი: დღეს 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
დიმიტრი სამხარაძე: ყველაზე ზუსტი და უტყუარი კვლევა არჩევნებია! საკრებულოს 3 მაჟორიტარულ ოლქში, გადამთიელების ინტერესების დამცველმა ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზება მოახდინა და რა? 0%-იანი შანსიც კი დაკარგეს, ხალხის რჩეული, “ქართული ოცნების” კანდიდატების წინააღმდეგ
არქივი