დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ რუსეთს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაეხმარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 ოქტომბერი 2026, 06:17

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს დაეხმარება ციმბირში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.

ტრამპს კითხვა დაუსვეს ციმბირში, შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში ლაბორატორიის თანამშრომლის გარდაცვალების საკითხზე.

„ძალიან არ მსიამოვნებს, როცა ვხედავ, რომ ეს დაავადება აწუხებთ. ეს მძიმე, ძალიან მძიმე სენია. ადრე მის გაკონტროლებას ვახერხებდით, მაგრამ მიკრობები სულ უფრო და უფრო გაძლიერდნენ, ისინი ნამდვილ არმიას ჰგვანან. მიუხედავად თანამედროვე სამედიცინო შესაძლებლობებისა, ბაქტერიები გაცილებით ძლიერნი გახდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ. ის მეთოდებიც კი, რომლებიც პნევმონიის დროს ადრე ეფექტიანი იყო, ახლა ისე კარგად აღარ მუშაობს. ასე რომ, ჩვენ დავეხმარებით ყველას, ვისაც მსგავსი პრობლემა აქვს, აუცილებლად დავეხმარებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, რუსეთში, ირკუტსკის ოლქში შავი ჭირისგან 28 წლის ქალი გარდაიცვალა. სტაციონარი, სადაც პაციენტი დაიღუპა, კარანტინის რეჟიმში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებამ შეწყვიტა ახალი პაციენტების მიღება და არსებულის გაწერა. ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. არსებული ცნობით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ლაბორატორიაში მუშაობდა, სადაც 25 სექტემბერს შავი ჭირის პათოგენის შემცველი საცდელი მილი დაზიანდა. ამ ვერსიას ოფიციალური უწყებები არ ადასტურებენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნავთობის ფასების ზრდის მიზეზი არა ირანთან ომი, არამედ უკრაინის დარტყმებია რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე
რუსული სამხედრო ძალების თავდასხმის შედეგად ხარკოვში ექვსი ადამიანი დაიღუპა და 59 დაშავდა
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
პაატა სალია – გასატარებელი რეფორმები არის, მაგრამ მათ გეგმაზომიერად ვახორციელებთ, რეგიონში ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსჯავრდებულების უფლებებისა და მათი ღირსების დაცვის თვალსაზრისით
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე 7 ოქტომბერს დებატები გაიმართება
არქივი