თენგიზ შარმანაშვილი - დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომის, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 11:40

დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომის, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე, თუმცა მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძლევს და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

მისივე თქმით, ვინაიდან, აღნიშნულ სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, ის ამ განხილვას „ტონს მისცემს“.

„იცით, რომ ლუქსემბურგში, ამ სხდომას ევროკომისარი კაია კალასი ხელმძღვანელობს. ის, ალბათ, მისცემს ტონს ამ განხილვას. ჩვენ მისი დამოკიდებულება ვიცით - ის არ ცნობს აბსოლუტურად არანაირ რეალობას. შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ატარებს ისეთ ქვეყნებთან, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველოს არ ეძახის ხოლმე. რაღაცა ასეთი უცნაური ადამიანია, გეოგრაფიული განსწავლულობიდან გამომდინარე. ასე რომ, რაღაც დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძლევს და ვინაიდან, იქ ამ ნაბიჯების დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონა წავა, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომისა, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

გარდა ამისა, ის გამოეხმაურა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბაიბა ბრაჟეს განცხადებას, რომ „ქართველ ხალხს სურს, ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამს“ და განაცხადა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები დავალებებს „ყურმოჭრილი მონებივით ასრულებენ“.

„ბალტიისპირელებზე აღარაფერი მითხრათ, რა. მათ დავალებული აქვთ, „რაც გინდა გააკეთე, მაინც უნდა გაგაშავო“. ეს დავალება აქვთ მიღებული და ყურმოჭრილი მონებივით ასრულებენ. ეს ქვეყნები არ არიან სუვერენული სახელმწიფოები, რომელსაც თავისი მოსაზრებები გააჩნიათ და რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიო. ყოველი ფეხის ნაბიჯზე, ეს იქნება ევროდეპუტატი, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ეს იქნება მინისტრი, ეს იქნება სხვა რომელიმე პოლიტიკოსი, ერთი და იმავე ნარატივს ატარებენ, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრის გადმოცემა, ან საკუთარი პოლიტიკის ფორმირება. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს ძალიან სამწუხაროა და ამის გამო, ჩვენ, როგორც ვთქვით, ამ ქვეყნებთან გვაქვს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი და აბსოლუტურად აღარ ვაქცევთ ყურადღებას, იმიტომ, რომ მაგან რაიმე რაციონალურს ან სამართლიანს არ ველით“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში, ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია - სხვადასხვა აქტორის ინტერპრეტაციები ცალკე ინტერპრეტაციებია
ირაკლი კობახიძე - ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება
პრემიერი: საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ
არქივი