კახა კალაძე სპორტსმენების ბულინგზე: ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 13:42

„ყველა წარმატებული ადამიანი ეზიზღებათ, ვისაც სამშობლო უყვარს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან სპორტსმენების, მათ შორის ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ გამოხატული ბულინგის თემაზე კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მსგავსი თავდასხმების სამიზნე ყველა ის ადამიანი ხდება, ვისაც ქვეყნის მიმართ პატრიოტული პოზიცია აქვს.

„ლაშა არის გმირი სულით და ღირსეული კაცია, ნამდვილი ქართველი მამულიშვილი, რომელსაც მართლა უყვარს თავისი სამშობლო და ნუ გაგვიკვირდებათ, თუ უსამშობლო ადამიანებს ლაშა ბექაური არ მოსწონთ. მსგავსი დამოკიდებულება არა მხოლოდ ლაშას მიმართ აქვთ. თუ დავაკვირდებით, ეზიზღებათ ყველა წარმატებული ადამიანი, რომელსაც სწორი პოზიცია უჭირავს, ქვეყანა უყვარს და ვისთვისაც საქართველო მხოლოდ ტერიტორიები არ არის. ისინი ყველა ასეთ ადამიანს აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ გაიხსენა ქართველი ფეხბურთელების შემთხვევაც და აღნიშნა, რომ განსხვავებული აზრის გამო შეურაცხყოფას მათაც აყენებდნენ.

„გავიხსენოთ თუნდაც ფეხბურთელები. როგორ შეურაცხყოფდნენ მათ, რადგან მათ პოზიციას არ იკავებდნენ. ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები გარედან იმართებიან, საერთოდ სამშობლო არ გააჩნიათ და არავის არ ეკუთვნიან - არც საკუთარ თავს, არც საკუთარ ოჯახს, არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ჩვეულებრივ დავალებებს იღებენ გარედან, თავიანთი პატრონები ჰყავთ, მათგან ფინანსდებიან და იმიტომ არიან ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან დღეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - ძალიან კარგია, რომ ევროკავშირის ელჩს აქვს შესაძლებლობა, იცეკვოს საქართველოში, ღმერთმა შეარგოს ცეკვა და მოლხენა, უბრალოდ გაიაზროს, რომ მისთვის რომ დაგვეჯერებინა, ალბათ, ევროკავშირის ელჩიც არ იქნებოდა საქართველოში, ევაკუირებული იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი - რუსეთის გადაწყვეტილება რამდენიმე კომპანიის მიმართაა და არა ზოგადად ღვინისა და სხვა სასმელის მიმართ, გასაკვირია! ხელისუფლება გაერკვევა და იმედია, შეიცვლება პოზიცია - სხვადასხვა აქტორის ინტერპრეტაციები ცალკე ინტერპრეტაციებია
ირაკლი კობახიძე - ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე, ოლას“ არ მღერიან
ირაკლი კობახიძე: 555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია, მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარი გახდება
პრემიერი: საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ
არქივი