პრემიერი: საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ, როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 14:53

საერთოდ ხმას არავინ იღებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც, თავის დროზე, სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო, ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, როდესაც, თავის დროზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, ქართველი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით და ევროპის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები ამის მორიგი დასტურია.

„როდესაც, თავის დროზე, ჩვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევდა ძალის გამოყენება, მაშინ ვაცხადებდით ძალიან თამამად, რომ ჩვენი სამართალდამცავები მოქმედებდნენ არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ეს იყო მოცემულობა და ამის მორიგი დასტური ვიხილეთ.

ჩვენ მანამდეც გვქონდა არაერთი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ ბრუტალურ ძალას იყენებდნენ როგორც ევროპელი, ისე ამერიკელი სამართალდამცველები მომიტინგეების წინააღმდეგ, თან ხშირად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჩვენს შემთხვევაში გახსოვთ, რა მასშტაბის ძალადობას ჰქონდა ადგილი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ იყო ინციდენტები, სერიოზული გადაცდომები, მათ შორის, დანაშაულის ნიშნების შემცველი გადაცდომები, თუმცა არსებითად სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებდნენ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით.

რაც შეეხება ორმაგ სტანდარტებს, ამას მიჩვეულები ვართ, საერთოდ ხმას არ იღებს არავინ იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ვხედავთ პრაქტიკულად მთელი ევროპის მასშტაბით, მაშინ როდესაც თავის დროზე სანქციებიც კი აამოქმედეს ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობრივი მიტინგების მიმართ გამოვლენილი ქმედებების გამო. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ყველა მიჩვეულები ვართ და საზოგადოება ამას ხედავს,“- აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია - ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება - არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
ტრამპი: ირანის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ შესაძლოა ზედმეტად შორს წავედით
სოზარ სუბარი: საქართველოს შესახებ ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები არის აბსოლუტურად უსამართლო და ტყუილი ინფორმაციით გაჯერებული და, შესაბამისად, მათი მიღება და გათვალისწინება არ და ვერ მოხდება
არქივი