ირაკლი კობახიძე – თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 12 ოქტომბერი 2026, 16:13

რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ – აქვეყნებდნენ იანვრის ზრდას, როდესაც ეს იყო იანვრის იანვართან შედარება და ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს 1 თვეში გაიზარდა 10-12 %-ით ფასები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, შეცვლილი ტენდენციები ხელისუფლების მიერ წამოწყებული პროცესების შედეგია.

„იანვარშიც ჩვენ გვქონდა მაღალი ზრდა წინა თვესთან, დეკემბერთან შედარებით. იყო 2.3 % სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია. შეგიძლიათ, ნახოთ თებერვლიდან მონაცემები – არის ინფლაცია, თუ დეფლაცია და მერე შეგვიძლია, ვიმსჯელოთ დანარჩენთან დაკავშირებით. ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ საერთო მონაცემები. აიღოთ ერთი კალათი და მეორე კალათი და ნახავთ, როგორია ეს მონაცემები. იანვარში ჯერ კიდევ იყო მაღალი ინფლაცია 2.3 % წინა თვესთან შედარებით, რაც ძალიან მაღალია. თებერვლიდან მოყოლებული შეგიძლიათ, ნახოთ მონაცემები“, – აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა
ირაკლი კობახიძე – „ქართული ოცნება“ როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში, ოპოზიციას გარედან მხარდაჭერა გამოუცხადეს და დაგვიპირისპირდნენ, ყველაფრის ფონზე მშვიდობა შევინარჩუნეთ, ქვეყანას ომი ავარიდეთ
ირაკლი კობახიძე – გვინდა, აგენტურა არ იყოს ხელისუფლებაში და გავაგრძელოთ ევროინტეგრაციაც, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, ევროინტეგრაციიდან საერთოდ დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მანანა კობახიძის შუამდგომლობა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ
პრემიერი - ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიიდან თავდასხმებს ქართველ ხალხზე და ეს სხვა არაფერია, თუ არა მორიგი თავდასხმა ქართველ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე, რაც ძალიან სამწუხაროა
არქივი