კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი, ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ოქტომბერი 2026, 17:46

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო, თანამდებობიდან მის გადაყენებას და მის ნაცვლად სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის დანიშვნას ცდილობს.

როგორც მან განაცხადა, ბრალდებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯგუფები ავრცელებენ.

კლიჩკომ გათბობის სეზონის ჩაშლის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, რადგან ის ჯერ არც კი დაწყებულა. მანვე ელექტროენერგიის გათიშვა დაბომბვას დააბრალა და აღნიშნა, რომ „მერი საჰაერო თავდაცვაზე პასუხისმგებელი არ არის“.

მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რადგან ის ხალხმა აირჩია, თანამდებობის დატოვებას შემდეგ არჩევნებამდე არ აპირებს. მანამდე კლიჩკომ ზელენსკი კორუფციის გამო გააკრიტიკა, რასაც უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან ქალაქის მომზადების კუთხით არსებულ ხარვეზებზე მითითება და კრიტიკა მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის საქალაქო ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქალაქი სათანადოდ არ ემზადება რუსეთის თავდასხმების შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებისა და სხვა შესაძლო კრიზისული სიტუაციებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი: ვეტერანების დახმარების მინიმუმ გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების სოციალური გასაცემელის გაზრდა და უფასო რეზიდენტურა - ეს არის ის სამი თემა, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული განახლებულ ბიუჯეტში
სოზარ სუბარი: ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ, მათ ვერაფერს დააკლებენ. უბრალოდ, თავიანთ თავს აყენებენ ზიანს და კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ არაფერს წარმოადგენენ, არც საქართველო უყვართ და არც საქართველოს წარმატება ახარებთ
ზაქარია წიკლაური: რა პასუხს გასცემენ “არაღიარებული ხელისუფლების” მიერ შეწყალებული 4 ოქტომბრის შემოქმედები იმ ახალგაზრდებს, ვინც მათი მიზეზით ციხეში რჩებიან?
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
არქივი